ლელა ჯეჯელავა ვლადიმერ ბოჟაძეს: “სისხლიანი 9 წლის” დროს მე, თქვენ და შემდგომში ოცნების ხელისუფლების ერთი გავლენიანი წარმომადგენელი ერთად ვმონაწილეობდით სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში…

“Vladimir Bozhadze ლადო, მოვისმინე თქვენი ინტერვიუ, სადაც საუბრობთ, რომ ნეიტრალური საქართველოს საჩივრის საფუძველზე პროკურატურამ უნდა დაიბაროს არასამთავრობო ორგანიზაციები დაკითხვაზე მათი აგენტურული საქმიანობის გამო. დარწმუნებული ვარ მათ შორის თქვენ არ იქნებით იმის მიუხედავად, რომ თქვენი კარიერის ძირითადი ნაწილი არსამთავრობო ორგანიზაციაში საქმიანობას უკავშირდება, ისე როგორც ოცნების დღევანდელი ლიდერშიფის უმრავლესობისა.

“სისხლიანი 9 წლის” დროს მე, თქვენ და შემდგომში ოცნების ხელისუფლების ერთი გავლენიანი წარმომადგენელი ერთად ვმონაწილეობდით სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში სომეხ კოლეგებთან შეხვედრებზე. ჰოდა ახლა მინდა საჯაროდ მიპასუხოთ, რაში გამოიხატა მაშინ ჩვენი აგენტურული საქმიანობა და სუვერენიტეტის ხელყოფა? თუ კი ეს არ მომხდარა, რატომ დააფინანსა დიფ სთეითმა ეს პროექტი და რა სარგებლობა მიიღო ამით? სხვა თქვენს მიერ განხორციელებული პროექტებით რატომ იყო დაინტერესებული დიფ სთეითი ან გლობალური ომის პარტია, როცა გრანტებს გაძლევდნენ, ეგებ ზოგადად ამაზეც არ დამამადლოთ პასუხი.! თუ მიპასუხებთ, რომ დიფ სთეითი ივანიშვილს ებრძვის, მაშინ ისიც მითხარით, როგორ ემთხვევოდა თქვენი და ნაციონალური მოძრაობის ინტერესები სისხლიან 9 წელში ისე, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციები უარს არ გეუბნებიდნენ დაფინანსებაზე? წინასწარ გიხდით მადლობას პასუხისათვის!” – წერს სოციალურ ქსელში თეოლოგი ლელა ჯეჯელავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი