ლელა ჯეჯელავა: ეს ხელისუფლება მულტფილმის პერსონაჟივით დგას და ამბობს: ხომ ვარ მე უფლისწული? კი ვარ მე უფლისწული! – ითხოვს, რომ ვაღიაროთ! – „ქართული ოცნების“ კანონები ხელისუფლების სასოწარკვეთას აჩვენებს!

ეს ხელისუფლება მულტფილმის პერსონაჟივით დგას და ამბობს: ხომ ვარ მე უფლისწული? კი ვარ მე უფლისწული! – ითხოვს, რომ ვაღიაროთ! – „ქართული ოცნების“ კანონები ხელისუფლების სასოწარკვეთას აჩვენებს! – გროტესკი და სასაცილოა ეს ყველაფერი, – აღნიშნული შეფასება ექსპერტმა ლელა ჯეჯელავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ გააკეთა.

ჯეჯელავას აზრით, “ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციური ორგანოები თავად გააუქმა, მიიტაცა რა ის და ერთ კონკრეტულ არაფორმალურ მმართველს დაუქვემდებარა.

მისივე განცხადებით, ფიზიკის კანონია, რომ რაც მეტია დაწოლა, მით მეტია ამომგდები ძალა და “ თავისი კანონშემოქმედებითი პროცესით ფიზიკის კანონებს ვერ შეცვლის“.

„როგორც ჩანს, არაღიარების საკითხი მათთვის იმდენად მტკივნეული და მნიშვნელოვანია, რომ მზად არიან ასეთ გროტესკულ მდგომარეობაში ჩაიგდონ თავი და ასეთი ტიპის რეპრესიული კანონები მიიღონ.

ეს ყველაფერი ტრაგიკომიკურია. ტრაგიკულია იმის გამო, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში ხდება. იმის მიუხედავად, რომ ამ რეპრესიული მექანიზმებით ხელისუფლებას სიტუაცია ჯერჯერობით ხელში უჭირავს, მათი ისტერიული კანონშემოქმედებითი საქმიანობა აჩვენებს, რომ ძალიან კომიკურ სიტუაციაში არიან.

ხელისუფლების მიზანია დასავლეთმა ის ამ ქვეყანაში გავლენის რეალურ სუბიექტად აღიაროს. ეს რომ მოხდეს, ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობა არ უნდა არსებობდეს ანუ ქვეყნის შიგნით საკუთარმა ხალხმა უნდა მისცეს ლეგიტიმაცია. ამის შემდეგ შესაძლოა, რომ დასავლეთმა ლეგიტიმაცია მისცეს, მაგრამ ყველაფერი ძალიან გვიან არის და გამორიცხულია, რომ ეს ასე მოხდეს.

ხელისუფლებას გათვლა ნამდვილად ამაზე აქვს და ამაზე არ ვდავობ, მაგრამ რა შედეგს მიიღებს? ეს არის საკამათო! მათ -ს ადმინისტრაციაზე მთელი სასოება დაამყარეს, რომ ტრამპის მოსვლის შემდეგ მათი ლეგიტიმაციის საკითხი გადაწყდებოდა, მაგრამ ვნახეთ, რომ ასე არ მოხდა. -ი დღემდე საქართველოსთან მიმართებაში ძალიან თანამიმდევრულად მიჰყვება პოზიციას, რომ თუკი “ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ აშშ-მ მასთან ურთიერთობა დაიწყოს, აქვთ კონკრეტული მოთხოვნა, რომ ახალი წესებით ახალი დაინიშნოს და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები განთავისუფლდნენ“, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ჯეჯელავას თქმით, იმ ფონზე, როცა რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების გადაფორმატება მიდის, ახალ ფორმატსა და არქიტექტურაში საქართველოს ხელისუფლება არ მოიაზრება.

“სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ვიზიტმა ეს დაადასტურა, რადგან გარდა იმისა, რომ ვენსი საქართველოში არ ჩამოვიდა, არსად არც ერთი სიტყვით საქართველოზე და რეგიონში საქართველოს როლზე საუბარი არ ყოფილა. რეალობა არის ეს და ახლა აღიარებისთვის თუ არ აღიარებისთვის ვის ციხეში გაუშვებს და ვის საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობას დაუწესებს, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ეს დასავლეთის გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე გავლენას მაინც არ მოახდენს.

რაც შეეხება აღიარებას, მე ის შეიძლება უზურპატორ ხელისუფლებად ვაღიარო, რომელიც მაიძულებს – ამაზეც კანონს დაწერენ?! პირადად მე ციხეში ყოფნაზე მეტად ამ ქვეყნის ციხედ და რუსეთის გუბერნიად გადაქცევის მეშინია. როგორც ერთმა მოქალაქემ ზუსტად ვიცი, რომ არ მინდა ეს ქვეყანა ციხე და რუსეთის ერთ-ერთი გუბერნია იყოს, ამიტომ ჩემი დამოკიდებულებაც შესაბამისი იქნება“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

ჯეჯელავამ “ქართული ოცნების“ მიერ “გრანტების შესახებ“ კანონის დამატებით გამკაცრების გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და როგორც აღნიშნა, დასავლეთიდან შემოსული ფული საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას ხმარდება.

“ბრიუსელის ფული, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ფული არის ბინძური და 90-იან წლების რუსეთში ნაშოვნი ფული, რომელზეც “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სხედან, არის სუფთა და გამჭვირვალე? ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილის ფულს, რომელიც როგორც ამბობენ, ბიუჯეტის ფულს მიღმა კონვერტებით ურიგდებათ. მაქვს კითხვა – 90-იან წლების რუსეთში ნაშოვნი ფული არის სუფთა, რომლითაც  ქვეყნის მმართველობაში მოვიდა?! ძალიან მაინტერესებს, ხომ არაფერი აერიათ? – ბინძურ ფულზე გაკეთებული განცხადების გამო ბრიუსელმა ირაკლი კირცხალიას რომ უჩივლოს, დაადასტურებს ამას?

ფული დასავლეთიდან სამოქალაქო სექტორისთვის და სამოქალაქო აქტივიზმისთვის შემოდიოდა. ადამიანის უფლებების დაცვა სამოქალაქო აქტივიზმის ფუნდამენტური პრინციპია. თანხები საქართველოში ამისთვის შემოდის. რა არის ბინძური – ტროტუარზე დგომის გამო რომ დაგვიჭერენ, ადვოკატი არ გვყავდეს? ადვოკატის დაფინანსებაა სიბინძურე? მაინტერესებს, რას ეძახიან სიბინძურეს“, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.