ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:
ვერც კი წარმომედგინა, ასაკის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებაში აღმოჩნდებოდა ადამიანი, რომელსაც საქართველოს ისტორიის ბოლო 35 წლიანი ისტორიაც არ ექნებოდა გააზრებული, უფრო შორს რომ არ წავიდეთ. უკვე მერამდენედ შალვა პაპუაშვილი სრულიად არაკონტექსტუალურად ახსენებს 90 იან წლებს და ცდილობს სახელმწიფო გადატრიალებასა და დღევანდელი ოპოზიციური საზოგადოების მიერ დაანონსებულ მშვიდობიან დამხობას შორის ჯიუტად მოძებნოს ანალოგია.
ბატონო შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili 1991 წელს საქართველოს პრეეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დაუპირისპირდნენ მისი ხელისუფლების პრემიერ მინისტრი თენგიზ სიგუა, ეროვნული გვარდიის სარდალი თენგიზ კიტოვანი, მათ შეუერთდა აბაშის ყოფილი რაიკომის მდივნის გურამ მგელაძის მიერ მოსკოვიდან დაფინანსებული და მხარდაჭერილი არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება მხედრიონი. განსაკუთრებით უცოდინართათვის: ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც მხარი დაუჭირა საბჭოთა ელიტის და ყოფილი კომუნისტური ელიტის დიდმა ნაწილმა ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ზვიად გამსახურდიას პერსონალური მიუღებლობის გამო. დღეს ამ საბჭოთა ინტელიგრნციის ნაშთის უდიდესი ნაწილი, კომუნისტური ნომელკლატურის შთამომავლობა, საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო და კრემლი არის ხელისუფლების, ანუ თქვენს მხარეს.
ოპოზიციას არ ჰყავს არაფორმალური შეიარაღებული სამხედრო დაჯგუფები, ოპოზიციის ლიდერთა აბსოლუტური უმრავლესობა გამოკეტილი გყავთ ციხეში, არ ჩანს დაპირისპირების ნიშნები ჯარში და პოლიციაში, ნუ თქვენ ამას ამტკიცებთ. ისმის ლოგიკური კითხვა, – როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება, პუტჩი? რა რესურსი არსებობს საამისოდ? ცხადია, არანაირი.
ერთადერთი შესაძლებლობა, რომ 90 იანების ანალოგია განმეორდეს, ბიძინა ივანიშვილი თუ მოგიწყობთ თქვენს გუნდს პუტჩს მის ხელთ არსებული რესურსების გამოყენებით, მაგრამ ამაში ქართული საზოგადოება მონაწილეობას არ მიიღებს.
ასე, რომ ეს თქვენი უნიჭო და უსაფუძვლო პროპაგანდა, რომელიც საზოგადოების მუდმივად სტრესულ მდგომარეობში მყოფობისთვის გჭირდებათ, შეგიძლიათ მოუყვეთ ანრი ოხანაშვილს, ის მზად აღმოჩნდება დასაჯერებლად.