ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:
აშშს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა კი უნდა დაგაფიქროთ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიები, რომ ქართულ ოცნებასთან კონკურენციაში შესვლა პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია. ხალხისთვის გასაგებად რომ ვთქვათ, ტრამპის ადმინისტრაციის ვერდიქტი ასეთია: ქართული ოცნება პოლიტიკურად კეთროვანია. უკვე მეორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორები თვითმართველობის არჩევნებში შესულ ოპოზიციურ პარტიებს აძლევენ უმტკივნეულო შანსს სახის შენარჩუნებისას და გადაწყვეტილების უკან წაღებისას. ამის არ გამოყენება უბრალოდ ძალიან ბევრ კითხვებს გააჩენს, რომელზე პასუხების არ არსებობის შემთხვევაში პოლიტიკაში ყოფნა შეუძლებელი გახდება.