ლელა კილაძესთან დაშორების შემდეგ, გუკა რჩეულიშვილი კვლავ შეყვარებულია – ვინ არის მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოდელი – Marao

გუკა რჩეულიშვილი უკვე რამდენიმე წელია, ხმაურიანი პირადი ცხოვრებით ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. მისი რომანები ხშირად საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს უკავშირდება, ასე იყო ნუცა კუხიანიძისა და ლელა კილაძის შემთხვევაში და ასეა ახლაც – რჩეულიშვილი მსოლფიოში ცნობილ ქართველ მოდელზე, მარიშა ურუშაძეზეა შეყვარებული.
გუკა რჩეულიშვილი და ლელა კილაძე ცოტა ხნის წინ დაშორდნენ. ლელამ ახალი სიყვარული მუსიკოსი გიორგი ცაგარელის სახით იპოვა. მათ რამდენიმე დღის წინ პირველი საერთო შვილიც შეეძინათ. ლელა კი მეხუთედ გახდა დედა. ახალი სიყვარულის პოვნა არ გასჭირვებია არც გუკა რჩეულიშვილს, რომელსაც ახლა რომანი წარმატებულ მოდელ მარიშა ურუშაძესთან აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ლელამ და გუკამ ურთიერთობის გაგრძელება ვერ შეძლეს, ისინი მეგობრებად დარჩნენ და ერთმანეთს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ბედნიერებასაც უსურვებენ.
მარიშა სამოდელო სააგენტო Lookmodels-ის მოდელია, რომლის ხელმძღვანელიც ნინო ცქიტიშვილია. მას ნამუშევარი აქვს მსოფლიოში ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა ELLE, GIVENCHY, MARGIELA, DIESEL.Chloe, NEXT, V Magazine და სხვა. ქართველი გოგონა Gucci-ს ექსკლუზიური მოდელიც იყო. “განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს მარიშა ურუშაძე: ხვეული თმით, ნაზი გამოხედვით. თოჯინის მსგავსი გარეგნობის გოგონა ყველაზე მეტად მოთხოვნადი მოდელია ქვეყანაში”, – წერდა Vogue-ის ონლაინგამოცემა 2016 წელს.
ქართული თუ უცხოური მედიები მარიშას წარმატების შესახებ ხშირად წერენ, თუმცა განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა მისი განცხადება 2021 წელს Mercedes-Benz-ის მო­დის კვი­რე­ულთან დაკავშირებით. მაშინ მარიშამ გულახდილად ისაუბრა იმ რთული სამუშაო პირობების შესახებ, რაც მოდის კვირეულზე მოდელებისთვის იყო შექმნილი:
“გახ­სოვ­დეთ, რომ გო­გო­ე­ბის ნა­ხე­ვარს პე­რი­ო­დი ჰქონ­და და ზო­გი­ერთ მათ­განს კი­ბე­ზე მო­უ­წია ტამ­პო­ნე­ბის გა­მოც­ვლა. არ იყო ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, არ იყო საჭ­მე­ლი, და­ბო­ლოს, რა­ღაც­ნა­ი­რად აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს არა­ვის ბრა­ლი იყო. არც კი და­ვი­წყებ სა­უ­ბარს ხელ­ფა­სებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­სა­ცი­ლოა იმას­თან შე­და­რე­ბით, რისი გა­კე­თე­ბაც გვი­წევს”, – წერდა ურუშაძე.