“ლეიკერსში” დონჩიჩის დებიუტი შედგა – “ანგელოზებმა” “იუტა” დამაჯერებლად დაამარცხეს [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ლეიკერსმა” “იუტა ჯაზი” 132:113 დაამარცხეს და ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვეს.
აღნიშნულ შეხვედრაში “ანგელოზების” რიგებში ლუკა დონჩიჩის დებიუტი შედგა, სლოვენიელი მოედანს თითქმის ერთ თვიანი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა, ლუკამ პარკეტზე 23:33 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახდა, “ლეიკერსის” ლიდერმა 29:00 წუთში 24 ქულა, 7 მოხსნა და 8 შედეგიანი პასი დააგროვა.
“იუტადან” ჯონ კოლინსმა 35:41 წუთში საკუთარ გუნდს 17 ქულა და 11 მოხსნა
შესძინა.
“ლეიკერსი” 32 გამარჯვებითა და 19 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, “ანგელოზები” 13 თებერვალს, “იუტა ჯაზს” გასვლაზე დაუპირისპირდებიან.
“იუტა” 12 მოგებითა და 40 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა.