ლეიკემიის ახალი სამკურნალო საშუალება | 11 წლის ბიჭის გამოჯანმრთელების ისტორია

ლეიკემიის ახალი სამკურნალო საშუალება | 11 წლის ბიჭის გამოჯანმრთელების ისტორია
ქიმიოთერაპიაზე უკეთესი კიბოს ახალი წამალი – ბრიტანეთში სისხლის სიმსივნით დაავადებული ზოგიერთი ბავშვი ახალ, ქიმიოთერაპიაზე „ბევრად ნაკლებად ტოქსიკურ“ მკურნალობას იღებს. საუბარია წამალზე: „ბლინათუმომაბის“ იგივე „ბლინაზე“. საერთაშორისო მედია აქტიურად აშუქებს 11 წლის ბიჭის ისტორიას, რომელმაც ლეიკემიის დამარცხება სწორედ მკურნალობის ახალი მეთოდით შეძლო. ბრიტანეთში წამალს ბავშვთა ლეიკემიის 20-მდე სამკურნალო ცენტრი იყენებს. მისი გამოყენება უკვე ლიცენზირებულია ზრდასრულებისთვისაც. „ბლინა“ ძვირადღირებული მედიკამენტია, თუმცა დიდ ბრიტანეთში მას დაზღვევის სხვადასხვა პაკეტი ანაზღაურებს.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე