ლევილში 1924 წლის აჯანყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ოთარ ზურაბიშვილი არ მიიწვიეს

“პრორუსული მთავრობა ლევილის ჩაკეტილი კარების მიღმა ცდილობს სთვის მოტყუებით მოიზიდოს ხმები”, – ამბობს, , საფრანგეთში ქართველთა ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტის, ს ძმა.
მისი ინფორმაციით, ლევილის მამულში, 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საფრანგეთში, ქართველთა სათვისტომო არ მიუწვევიათ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ზურაბიშვილი ამბობს, რომ აჯანყების წლისთვის საფრანგეთის ქართული სათვისტომო ყოველ წელს აღნიშნავს. მისივე თქმით, მრგვალი თარიღის – 100 წლისთავის აღნიშვნა კულტურის სამინისტორომ თავად გადაწყვიტა, თუმცა საბჭოთა რეჟიმისგან დევნილი ემიგრანტების შთამომავლები არ მიიწვია.
“საფრანგეთში, ლევილის ტერიტორიაზე, პირველად ამ მთავრობის მიერ აღინიშნება 1924 წლის ეროვნული აჯანყების მე-100 წლისთავი. ქართველთა ისტორიული სათვისტომო, რომელიც 100 წლის მანძილზე ყოველ წელს, როგორც ამ წელს, აღნიშნავს ამ უაღრესად მნიშვნელოვან და ისტორიულ თარიღს, არ არის მიწვეული […]
სწორედ 1924 წლის აჯანყება, მისი უკომპრომისო წინააღმდეგობით, შეგვახსენებს, რა არის და უნდა იყოს ჩვენი დღევანდელი და სამომავლო ბრძოლები. ძალაუფლება, რომელიც გაივლის [ლევილის] სასაფლაოზე, არის ის, ვინც ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებაში. ეს იქნება მისვენებული პოლიტიკური ემიგრანტების შეურაცხყოფა. არა ლევილის პრივატიზაციას! არა დამოუკიდბებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოების მისაკუთრებას! არა რუსულ მთავრობას!”, – ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.
დღეს, 23 სექტემბერს, ლევილის მამულში აღინიშნება როგორც 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავი, ისე მამულის საქართველოსთვის გადმოცემიდან 8 წელი. ღონისძიებას დაესწრებიან როგორც საქართველოს მთავრობის, ისე პარლამენტის წევრები.
დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია კულტურის სამინისტროს არ გაუვრცელებია. ინფორმაცია არ იძებნება არც უწყებისა და არც თავად ლევილის მამულის სოციალური ქსელის გვერდებზე. “ნეტგაზეთი” ინფორმაციის მიღებას კულტურის სამინისტროს პრესსამსახურისგან ცდილობს, თუმცა ისინი ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობენ.
რამდენიმე დღის წინ, 20 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ თავად კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ისაუბრა პროსახელისუფლებო ტელევიზიის, “იმედის” ეთერში.
“[ღონისძიება] მოიცავს სასაფლაოზე პატივის მიგებას, აჯანყებულების საფლავებთან; მათ მოხსენიებას, ვისი საფლავიც არ არსებობს და აჯანყებაში მონაწილეობდა და თავისუფლებისთვის იბრძოდა და შემდეგ გადავინაცვლებთ მამულში, სადაც იქნება სამეცნიერო კონფერენცია. ჩვენი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეროვნული არქივის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მეცნიერებათა აკადემიის და ჩვენი სამინისტროს მონაწილეობით. კოლოკვიუმის, სამეცნიერო კონფერენციის დასასრულს, “ქართული ხმები” წარმოადგენს სპექტაკლს. ეს გახლავთ ბატონი თემურ ჭკუასელისა და გივი ჭიჭინაძის, მთელი “ქართული ხმების” იმ დიადი თაობის პროექტი, სახელად “წუთისოფელი”. ეს არის ქართული მრავალხმიანი სიმღერით მოთხრობილი საქართველოს ისტორია. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი დღე იქნება”, – თქვა წულუკიანმა.
ამავე თემაზე:
· ლევილში ოდას აშენებენ რესტორნის ფუნქციით, ბიუჯეტიდან 2 680 353 ლარი გამოიყო
· ინციდენტი მოხდა ლევილში, სადაც ქართველი ემიგრანტები წულუკიანს აქციით დახვდნენ