“ლევილი ჩამორთმეულია” – საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს ღია წერილი წულუკიანს

“24 და 26 მაისს, ლევილში რუსული კანონის წინააღმდეგ ჯერ საპროტესტო აქცისთვის, შემდეგ კი ეროვნულ დღესასწაულში მონაწილეობის მიღებისთვის ჩამოსული ქართველები, ფესტივალის ორგანიზატორებმა, მათ მიერვე გაფრთხილებული საფრანგეთის პოლიციის დახმარებით, უცერემონიოდ გააძევეს ლევილის ეროვნული მამულიდან” – საფრანგეთში ქართველთა სათვისტომო კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავს.
“ლევილი ჩამორთმეულია!
24 მაისს, საქართველოს კულტურის სამინისტროს ეგიდით, კულტურის მინისტრ ქალბატონ სა და პარლამენტის კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ქალბატონ ელისო ბოლქვაძის მონაწილეობით, გაიხსნა ლევილის „ქართული ფესტივალი“.
24 და 26 მაისს, ლევილში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ჯერ საპროტესტო აქცისთვის, შემდეგ კი ეროვნულ დღესასწაულში მონაწილეობის მიღებისთვის ჩამოსული ქართველები, ფესტივალის ორგანიზატორებმა, მათ მიერვე გაფრთხილებული საფრანგეთის პოლიციის დახმარებით, უცერემონიოდ გააძევეს ლევილის ეროვნული მამულიდან.
ლევილის მამული, რომელიც 100 წელზე მეტი ხნის წინ ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მთავრობამ შეიძინა, იყო ადგილი, სადაც ყველა ქართველი სასურველი სტუმარი იყო. ამიერიდან, როგორც ეს ინციდენტი ადასტურებს, ის გახდა ადგილი, რომელიც განკუთვნილია მარტოოდენ ამჟამინდელი მთავრობის წევრების საჯარო განცხადებებისთვის და დახურულია ყოველგვარი კრიტიკისთვის.
ზუსტად იმ დროს, როდესაც აღნიშნავდნენ ს იმპერიალიზმთან მძიმე ბრძოლით მოპოვებულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს (1918 წლის 26 მაისი) ღონისძიების ორგანიზატორები, კულტურის მინისტრის თანხმობით, ცდილობდენ გაეჩუმებინათ იქ მისული ახალგაზრდა მომიტინგეები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ რუსულ კანონებს და რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლების პუტინის ხელისუფლებასთან დაახლოებას.
სიმბოლოებით შენიღბვა და ამ სიმბოლოების მნიშვნელობის დამახინჯება, სახელმწიფო ქონების ჩამორთმევა არსებული ხელისუფლების სასარგებლოდ – აი, რა თამაშს აქვს ადგილი საქართველოში, ისევე როგორც ლევილში.
ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ, სანქცირებულ ძალის გამოყენებას, როგორც ლევილში, ასევე საქართველოში” – წერია საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს გავრცელებულ ოფიციალურ ღია წერილში.
როგორც ერთ-ერთი აქტივისტი, თამარ დემურია ყვება, ლევილში, ქართულ ფესტივალზე თეა წულუკიანის თანმხლები პირები აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ მას შემდეგ, რაც მან და მისმა მეგობრებმა რუსული კანონი გააპროტესტეს.
“ჩვენ, მეგობრებმა და სტუდენტებმა გადავწყვიტეთ პროტესტი გამოგვეთქვა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. ჩვენი პროტესტი აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო. ვთქვით, რომ ქართველი ხალხის ნებას არ წარმოადგენს დღევანდელი მთავრობა და ეს მთავრობა რუსეთში გვაბრუნებს.
ველურად მოგვექცნენ, ერთ-ერთ სტუდენტს კბილი ჩაუტეხეს, მეც ფიზიკურად გამისწორდნენ, ჩემს ფრანგ მეგობარსაც” – ამბობს დემურია ფორმულასთან საუბარში.

ასევე დაგაინტერესებთ