ლევილის ქართველთა მამულში ლევილელი ბავშვებისთვის სააღდგომო ღონისძიება გაიმართა

ლევილის ქართველთა მამულში ადგილობრივი მერიის ორგანიზებით კათოლიკური აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად „კვერცხების მონადირების“ ტრადიციული სააღდგომო საბავშვო თამაში გაიმართა.
ლევილის მამულის კარი ღია იყო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების ყველა მსურველისთვის.
„კვერცხების მონადირების“ ტრადიციულ სააღდგომო საბავშვო თამი, რომელიც ლევილის მამულის პარკში გაიმართა, 100-ამდე ბავშვი მონაწილეობდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ლევილის მერი ერიკ ბრევი, მერის მოადგილეები და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები.
ლევილის ქართველთა მამულიდან ულოცავენ აღდგომას ლევილელებს, ლევილის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებელთ და ყველას, ვინც ახლა ზეიმობს აღდგომის დღესასწაულს.

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სალომე სამადაშვილი – ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის – რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა