ბუნდესლიგის 29-ე ტურში „ბაიერმა“ სახლში „ვერდერს“ 5:0 სძლია და ხუთი ტურით ადრე გახდა ჩემპიონი.
ქალაქში ზეიმი ადრევე დაიწყო, საყვარელ გუნდს გულშემატკივრები ქუჩაში დახვდნენ, სტადიონზე შეაცილეს და ფეხბურთელებმა იმედი არ გაუცრუეს – „ფარმაცევტებმა“ „ბაიერნის“ თერთმეტწლიანი ჰეგემონია დაამხეს და პირველად მოიპოვეს ოქროს მედლები.
ხაბი ალონსოს გუნდი ბოლო 43 მატჩში დაუმარცხებელია – 38 მოგება და 5 ფრე.
გაუმარჯოს ახალ, ღირსეულ ჩემპიონს, რომელიც ქვეყნის თასის და ევროპა ლიგის მოგებასაც შეეცდება.
ბაიერი – ვერდერი 5:0
გოლები: 1:0 ბონიფასე (25, პენ), 2:0 ჯაკა (60), 3:0 ვირტცი (68), 4:0
ვირტცი (83), 5:0 ვირტცი (90)
