“რა გინდოდა, ყოფილიყავი შენთვის” – გეტყვის ნებისმიერი მდუმარე შენი გარემოცვიდან და თავის წილ ზიზღს გადაყლაპავს, რომელსაც იმის მიმართ განიცდის, ვისაც ძალით უღიმის და ცრუ კომპლიმენტებს ეუბნება.
ხოდა, მე მინდოდა მეკეთებინა ხობის საკვირაო სკოლა, სამეგრელოს რაგბის განვითარების გეგმა მინდოდა მეკეთებინა, ხობში მინდოდა ცხოვრება ოჯახთან ერთად, გარემოზე და გარშემომყოფებზე ზრუმვა მინდოდა.
არ გამოვიდა ეგ საქმე, რადგან თუ გინდა რამე აკეთო, თვალი უნდა დაუხუჭო სისტემას, მერე თავი უნდა დახარო, ძალით გაიღიმო და ცრუ კომპლიმენტები უთხრა “ბოსს”.
რას იზამენ ხვალ ქოცები, არ ვიცი, არც ის ვიცი, რას იზამენ ზეგ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რას შვებიან უსამართლობასთან მებრძოლი მოქალაქეები და დემეტრეს ვფიცავარ, მრცხვენია კიდეც ამხელა სოლიდარობის.
მადლობა ყველას, სიტყვებით ძნელია იმის გადმოცემა, რას ვგრძნობ, როცა ერთ მხარეს გასუსული ექს კოლეგები, მეგობრები, ნათესავები დგანან პროპაგანდის სამსახურში და მეორე მხარეს ამდენი ადამიანის, ნაცნობის თუ უცნობის ასეთი სოლიდარობაა.
სიტყვებით მადლიერების გამოხატვა არ გამოვა, საქმით აუცილებლად “გადავიხდი”.
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ცეცხლი ოლიგარქიას!” – წერს ლევან ჯობავა.
15 სექტემბერს საპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2009 წელს დაბადებული დ.გ. დააკავა, რადგან თვითმხილველების ცნობით, აქციის მონაწილეებს იარაღი დაუმიზნა. ლევან ჯობავამ მას იარაღი წაართვა და პოლიციას გადასცა.
19 სექტემბერს შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომ “იარაღი ცეცხლსასროლი არ აღმოჩნდა” და ბრალდებული გაათავისუფლეს.
ლევან ჯობავას ადვოკატის, მარიამ ჯიქიას ინფორმაციით, შსს-მ არასრულწლოვანის გათავისუფლების პარალელურად გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით.
მოქალაქეები ეჭვობენ, რომ შესაძლოა, ჯობავა დააკავონ. ამიტომ, ისინი დღეს, 17:10 საათზე მხარდასაჭერად თბილისის აეროპორტში შეიკრიბებიან, სადაც აქტივისტი უნდა ჩამოფრინდეს