ლევან ჯობავას, რომელიც ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მოქალაქეები სოლიდარობის ნიშნად აეროპორტში დახვდნენ.
ჯობავამ იარაღი წაართვა არასრულწლოვანს, რომელიც 15 სექტემბერს, პროევროპული აქციის მონაწილეებს თავს დაესხა. იარაღი მან პოლიციას ჩააბარა. შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელი 16 წლისაა და მან პნევმატიკური იარაღი ჰქონდა, ამიტომ მას ბრალი არ წარუდგინეს და გაათავისუფლეს.
ამის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ გამოძიება დაწყებულია ძალადობის ფაქტზე. გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა დააკავონ და ბრალი წარუდგინონ ლევან ჯობავას. ამიტომ, მოქალაქეები მხარდაჭერის გამოსახატავად აეროპორტში დახვდნენ.