ლევან ხურცია: რა ხდება, მეგობრებო? ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, ლანძღავთ კაცს, რომელმაც ნახევარი არტისტ-რეჟისორების დაგზარდათ (ბ-ნ სტურუას ვგულისხმობ)

რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი ლევან ხურცია: “ახლა ვკითხულობ სოცქსელში “ინფოებს”. არ ვარ დიდად აქტიური ამ კუთხით. რა ხდება, მეგობრებო? ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, (სადაც ჩემი არსებობის 80%-ს ვატარებ); ლანძღავთ განსხვავებული შეხედულების ხალხს; ლანძღავთ კაცს, რომელმაც ნახევარი არტისტ-რეჟისორების დაგზარდათ და ხელობა გასწავლათ (ბ-ნ სტურუას ვგულისხმობ); დგახართ იქ, სადაც თქვენ გვერდით მდგომი ლეწავს რუსთაველის ეროვნულ თეატრს, ქუჩაში წერს – “მოგ…ნთ მშვიდობა”. მოთხოვნები ისმის უკვე, რომ ხალხმა თავისი შეხედულება დაგმოს, რადგან მხოლოდ თქვენი აზრია სწორი… რა ვიცი, კიდევ რამდენი რამ…
და ამას აკეთებთ ქვეყნისა და ქართველის სიყვარულის სახელით… ეს არც სიყვარულია და არც მომავლის სწორი გზა. რა გითხრათ… მადლობა დიდი!!! უშეცდომო არავინაა, მაგრამ პატივისცემა ორმხრივია”.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – გუშინდელ მოვლენებს ერთი რამ აერთიანებს: სამიზნე იუმორია – ანუ ის, რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას უმძიმესი დღეები გადაატანინა და რაც ჩვენი ხასიათის ნაწილია, უნდა ამოიძირკვოს – რუსის ოცნება!

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში