ლევან ხაბეიშვილს პატიმრობა შეუფარდეს

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით ლევან ხაბეიშვილს პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მითხოვნა. მათ ს შემთხვევაში სასამართლოს გირაოს გამოყენება და სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიებები შესთავაზეს. მათ შორის, ელექტრონული სამაჯურის, შინაპატიმრობის გამოყენება. ასევე, შესთავაზეს განცხადებების გაკეთების შეზღუდვაც.