ლევან ხაბეიშვილმა კახეთში პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის წარმომადგენლებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრები კახეთში დაასრულა. ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, შეხვედრებისას პარტიის წარმომადგენლებს ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა და „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები განიხილეს.
“მთელი საქართველო მოვიარეთ, შევხვდით „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერებს. ცხადია, ამ ადამიანებს გადავუხადეთ მადლობა იმ შრომისთვის, ბრძოლისთვის, თავდადებისთვის, რასაც ამ წლების განმავლობაში აკეთებდნენ. ის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, დიახ, ქართველი ხალხის დამსახურებაა და ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში „რუსულ ოცნებასთან“ 1-0 დაწინაურებულია. ასევე, ჩვენ შეხვედრაზე ვსაუბრობთ 2024 წლის გეგმებზე. იცით, რომ გვყავს უცხოელი კონსულტანტები, გვაქვს „გამარჯვების კოალიცია“, გვაქვს შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და მე პირდაპირ გეტყვით, რომ გაოცებული ვარ ამ ადამიანების მოტივაციით, ბრძოლისუნარიანობით და იმ შემართებით, რაც მთელ საქართველოში ვნახეთ. კახეთში ვასრულებთ ამ შემოვლას და ვისაუბრეთ სტრატეგიაზე, გეგმაზე, თუ როგორ უნდა მივიყვანოთ ეს გამარჯვება ბოლომდე, რომელიც გველოდება წინ, 2024 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით, უშუალო ჩართულობით, „გამარჯვების კოალიციასთან“ ერთად“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ