ლევან ხაბეიშვილი – IRI-ის კვლევაც ადასტურებს, რომ ჩვენ 4-ჯერ და რიგ შემთხვევაში 8-ჯერ უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს, შესაბამისად, უმჯობესია ჩვენზე „შფოთვებს“ და „ნერვიულობას“ მორჩეს ყველა

IRI-ის ეს კვლევაც ადასტურებს, რომ ჩვენ 4-ჯერ და რიგ შემთხვევაში 8-ჯერ უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს, შესაბამისად უმჯობესია ჩვენზე „შფოთვებს“ და „ნერვიულობას“ მორჩეს ყველა – ვერანაირი პროცესი, თუ ცალკე აღებული კონკრეტული ადამიანის(ების) ვიწრო, პირადი წუწუნი და მოთქმა, ვერ დააზიანებს მთავარ მიზანს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, „რუსული პარტიის“ დამარცხება შესაძლებელია, თუ პატარა, პროდასავლური ოპოზიცია სტრატეგიულად სწორად მოიქცევა.
„ყველა კვლევა და გამოკითხვა ადასტურებს, რომ „რუსული პარტიის“ დამარცხება და თან დიდი ანგარიშით, შესაძლებელია თუ პატარა, პროდასავლური ოპოზიცია სტრატეგიულად სწორად მოიქცევა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პასუხისმგებლიანი, ყველაზე დიდი ევროპული პარტიაა საქართველოში და შესაბამისად, გავაკეთეთ გამარჯვების კოალიცია „ – სტრატეგია აღმაშენებელთან“, რომლის მხარდაჭერა და ხმები ყველაზე იოლად ერწყმის ჩვენს პარტიას – ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, მხოლოდ პირველი ადგილისთვის.
IRI – ის ეს კვლევაც ადასტურებს, რომ ჩვენ 4-ჯერ და რიგ შემთხვევაში 8- ჯერ უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს, შესაბამისად უმჯობესია ჩვენზე „შფოთვებს“ და „ნერვიულობას“ მორჩეს ყველა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვერანაირი პროცესი, თუ ცალკე აღებული კონკრეტული ადამიანის(ების) ვიწრო, პირადი წუწუნი და მოთქმა, ვერ დააზიანებს მთავარ მიზანს, იდეასა და ღირებულებებს. ს პარტია, მის გარეშემო გაერთიანება, იქნება მთავარი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა ქართველი ხალხის ხელში, „რუსული ოცნების“, რუსი ოლიგარქის დამარცხების გზაზე.
ყველა პროდასავლურმა პარტიამ უნდა შეძლოს პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გარდაუვლად დაამარცხებს ივანიშვილს და მის რეჟიმს. ერთადერთი გამოსავალია, ყველა ესაუბროს მის ამომრჩეველს, მოახდინეთ თქვენი მხარდამჭერების დარწმუნება, გაერთიანება, რომ გადალახოთ 5%- იანი ბარიერი და არანაირი შანსი „რუსულ პარტიას“ არ დარჩება“,- აცხადებს ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, საპარლამენტო რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას,” ხოლო 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა მხარს.
გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას” პირველ არჩევნად ასახელებს (3% მეორე არჩევნად), 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” (3% მეორე არჩევნად).
რაც შეეხება სხვა პარტიებს: „საქართველოსთვის“ – 4 % (4 % მეორე არჩევანი); „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3% (4% მეორე არჩევანი); „ხალხის ძალა“ – 1% (5% მეორე არჩევანი); „ლელო“ – 2% (4% მეორე არჩევანი); „გირჩი“ – 3% (2 მეორე არჩევანი); გირჩი&დროა – ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია – 2% ( 3 % მეორე არჩევანი); „ლეიბორისტული პარტია“ – 2% ( 3% მეორე არჩევანი); „მოქალაქეები“ – 2% ( 2% მეორე არჩევანი); „ხალხისთვის“ – 2% (1% მეორე არჩევანი); „პატრიოტთა ალიანსი“ – 1% (1% მეორე არჩევანი); „კონსერვატიული მოძრაობა“ – „ალტ იფნო“ – 1% (1% მეორე არჩევანი); „ევროპული საქართველო“ –

ასევე დაგაინტერესებთ

ენტონი ბლინკენი – აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ – ემზადება გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები

ენტონი ბლინკენი – აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ და ემზადება გამოიყენოს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები