ლევან ხაბეიშვილი – 150 მილიონი დოლარის შეგროვება დაევალა ირაკლი ქარსელაძეს ბიძინასთვის – თუ იურჩებენ, საგამოძიებოები და „მდინარაძის სახელობის ამოღების კრიმინალური ბანდაც“ მზადყოფნაშია

150 მილიონი დოლარის „შეკრება – შეგროვება“ დაევალა ირაკლი ქარსელაძეს ბიძინასთვის – თუ იურჩებენ, ამისთვის საგამოძიებოები და „მდინარაძის სახელობის ამოღების კრიმინალური ბანდაც“ მზადყოფნაშია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, „ირაკლი ქარსელაძე თანხას თავის ყოფილ სამინისტროში აგროვებს“.
„150 მილიონი დოლარის „შეკრება – შეგროვება“ დაევალა ირაკლი ქარსელაძეს – ბიძინასთვის, თავის ყოფილ სამინისტროში. მოადგილეები, მუნიციპალური განვითარების ფონდი და ა.შ. „ოფშიაკისთვის“ ფულის აგროვება დაწყებულია და თუ იურჩებენ, ამისთვის საგამოძიებოები და მდინარაძის სახელობის ამოღების კრიმინალური ბანდაც მზადყოფნაშია. ტყუილად მოთქვამთ და წუწუნებთ! ან „ქეშს“ დაუთრევთ ივანიშვილს ან… ან გზები იცით, სადაც მიდის,“ – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.