ლევან ხაბეიშვილი ჰყოფს და ანგრევს “ნაციონალურ მოძრაობას” და ეს არ ხდება მხოლოდ უცოდინრობით, ეს არის დავალება კვიპროსის კლუბიდან – ენმ-ს წევრი დავით ლაგვილავა

“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება – პოლიტსაბჭოს გაფართოების გადაწყვეტილების მიუხედავად, ს მოწინააღმდეგეთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მოთხოვნას თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შესახებ მარნეულის და კახეთის რაიონული ორგანიზაციებიც შეუერთდნენ. ხაბეიშვილის მხარდამჭერები კი ამბობენ, რომ თავმჯდომარის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია უშედეგოდ დასრულდება. მოქმედი მენეჯმენტი ს და მის გუნდს კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელი მოაწეროს მანიფესტს.
„გარიცხვის საკითხი არ დგას მაშინ, როდესაც ადამიანი თავად ამბობს, რომ არ ვარ „ნაციონალურ მოძრაობაშიო“. რომ არ იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმიტომ შევთავაზეთ ერთიანობის მანიფესტი, რომ ამ გზით ეს და სხვა ადამიანების დაბრუნებულიყვნენ და შემოერთებოდნენ საერთო ბრძოლას. ამიტომ, ბუნებრივია იქ, სადაც ადამიანი თავად აცხადებს, რომ არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გარიცხვის საკითხიც ავტომატურად არ დგება. ჩვენ ვსაუბრობთ ერთიანობაზე, ერთიანობის მანიფესტზე, საერთო ბრძოლაზე, სხვები საუბრობენ გარიცხვებზე, დაჩაგრულის მანტიის მოსხმაზე და ა.შ.“ – აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის პირველი მოადგილე .
მელიას ფრთის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ლევან ხაბეიშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” ანგრევს და ეს კვიპროსიდან მიღებული დავალებით ხდება.
„ლევან ხაბეიშვილი ჰყოფს და ანგრევს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს არ ხდება მხოლოდ უცოდინრობით და დაბალი კვალიფიკაციით. ეს არის დავალება კვიპროსის კლუბიდან. საჯარო გახდეს ბრძანება, რომელსაც ხელს აწერს ან პეტრე ცისკარიშვილი, ან ბეჟაშვილი. საინტერესოა, ვინ აწერს ხელს ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას. მოიყვანეს ის ადამიანები, ვინც 2016 წელს დაშალა პარტია და დაასუსტა, უღალატა მიხეილ სააკაშვილს და სწორედ ეს ადამიანები ყრიან პარტიიდან პარტიის ერთგულ, მებრძოლ ადამიანებს,“ – აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით ლაგვილავა.

ასევე დაგაინტერესებთ

NGO-ების ანგარიშებში არ ხვდება ინფორმაცია არც სალომე ზურაბიშვილთან, არც საარჩევნო პროცესებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში