ლევან ხაბეიშვილი: ჯუანშერ ბურჭულაძეს სთხოვენ ქეშს, რომელიც მოიპარა და ობშიაკში ბიძინასთან არ მიიტანა

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ამბობს, რომ ლილუაშვილთან ერთად ფულს ჯუანშერ ბურჭულაძესაც სთხოვს.

განცხადება ენმ-ის პოლიტსაბოჭოს თავმჯდომარემ “ტვ პირველის” გადაცემა “დღის ამბებში” გააკეთა.

მისი თქმით, პროკურატურამ უნდა უპასუხოს კითხვა, არის თუ არა თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ საქმე აღძრული ან გამოიკითხა თუ არა ყოფილი მაღალჩინოსანი:

გეტყვით, ჯუანშერ ბურჭულაძეს აქვს ძალიან მძიმედ საქმე ამ მიმართულებით, მასაც რაღაც კონკრეტულ ფულზეა ლაპარაკი, რომელიც მოიპარა და ობშიაკში ბიძინასთან არ მიიტანა, სთხოვენ ქეშს. ან მიიტანს ახლა ეს ბურჭულაძე ქეშს, ან მოიკითხეთ ახლა ჯუანშერ ბურჭულაძე. არის თუ არა მასზე საქმე აღძრული, პროკურატურას კითხეთ, არის თუ არა გამოკითხული და ვნახოთ რას გიპასუხებენ ოფიციალურად პროკურატურა და საგამოძიებო უწყებები,” – განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ინფორმაციით, “ქართულ ოცნებაში” ფულის გამო შიდა დაპირისპირებაა. “ქართული ოცნების” ოპონენტებს აქვთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი ქვეყნიდან არ გაუშვეს.

ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსისგან 100 მილიონის მიტანას ითხოვენ. ოპოზიციის ლიდერის განცხადებითვე, ე.წ. კრიმინალები პასუხს სთხოვენ ექს პირველ პოლიციელსაც – საუბარია ვახტანგ გომალაურზე, რომელმაც თანამდებობა ირაკლი რარიბაშვილის გადადგომიდან რამდენიმე დღეში დაოვა.

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ 300 მილიონი მოსთხოვეს აჭარის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს.

ივანიშვილის მოწინააღმდეგეები აცხადებენ იმასაც, რომ ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომეო მიქაუტაძე სწორედ ამ დაპირისპირებას შეეწირა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მას მანქანის ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ,“ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად