ლევან ხაბეიშვილი – „ძვირფასო“ ხელისუფლება და ივანიშვილო, ლაზარე 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! – მოემზადეთ, უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს

„ძვირფასო” ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! რამდენიმე თვეა, მაქსიმუმ დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით. ვის მოუგია ქართველი ხალხის დაშინებით? აბუჩად აგდებით? მოტყუებით? ვერ იხსენებთ?! ჰოდა, მოემზადეთ, უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, სოციალურ ქსელში ს განაჩენთან დაკავშირებით წერს.
ხაბეიშვილის თქმით, მმართველის პარტიის საპატიო თავმჯდომარის ს ღია განაცხადია შიშის დათესვა, ხელების გადაგრეხა და ღია ბრძოლა ახალგაზრდებთან.
„შიშის დათესვა, ხელების გადაგრეხა და ღია ბრძოლა ახალგაზრდებთან – ეს არის ივანიშვილის ღია განაცხადი და შესაბამისად, ლაზარეს 9-წლიანი განაჩენი ნიშნავს, რომ ის მზად არის დააპატიმროს ყველა, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი უნდა. „ძვირფასო“ ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! რამდენიმე თვეა, მაქსიმუმ, დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით. ვის მოუგია ქართველი ხალხის დაშინებით? აბუჩად აგდებით? მოტყუებით? ვერ იხსენებთ?! ჰოდა მოემზადეთ, უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს”, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.