თითოეულმა მაყურებელმა უნდა გაითავისოს, რომ მას ხელისუფლების დასრულება შეუძლია – 100 ათასი ადამიანი უნდა მოვიდეს და ამ ხალხს [სამართალდამცავებს] უნდა მივაწვეთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, პირდაპირი ჩათვისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია.
„ახლა, ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს ხელისუფლება დავასრულოთ. თითოეულმა მაყურებელმა უნდა გაითავისოს, რომ მას ხელისუფლების დასრულება შეუძლია. 100 ათასი ადამიანი უნდა მოვიდეს და ამ ხალხს [სამართალდამცავებს] უნდა მივაწვეთ. ამათ ინსტინქტებიც დაბლაგვებული აქვთ და ზოგადადაც დაბლაგვებულები არიან. ამათ ნახევარ საათში წაიყვანენ და მერე „გდდ“ და ხარება მოჰყავთ. ხარებაც ხომ გინახავთ? ნარკოტიკული თრობის ქვეშ, „კაიფში“ რომ დადის? ეს ხომ ნორმალური არ არის?
ამათთან რომ წინააღმდეგობაში შეხვალ, ხელისუფლებას დავამარცხებთ, მაგრამ უნდა გავითავისოთ, რომ ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია. ხან ბევრი ვიქნებით, ხან ცოტა და რაღაც დროს (შეიძლება ხვალ ან ზეგ), რომ შევიკრიბებით 100 ათასი კაცი, ამათ უნდა მივაწვეთ. რუსული ნაგავი უნდა გავიტანოთ. ეს ხალხი თავის ოჯახს დავუბრუნოთ, პოლიციელი პოლიციელს დაემსგავსოს, ებრძოლოს კრიმინალს.
ესენი ხვალაც აქ უნდა იყვნენ, ოღონდ მონობას თავადვე აწერენ ხელს. ეგ ამათი ცალკე ტრაგედიაა. იმედი მაქვს, რომ ამათაც კარგად მივაწვებით თავის დროზე, შეიძლება ხვალაც იყოს ეს ამბავი, არ ვიცით, ვნახოთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.