ჩვენ გვყავს კონსულტანტებიც, მეგობრებიც, ინერვიულოს რუსულმა პარტიამ. აუცილებლად მოგებისთვის ვიბრძოლებთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილი გამოეხმაურა მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებს პიარ კონსულტანტ როზნერთან დაკავშირებით, რომელიც 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობის” პიარ კონსულტანტი იყო, წელს კი “ლელოს” უწევს მომსახურებას. ხაბეიშვილის თქმით, თავის დროზე ანტონ ობოლაშვილი და თალაკვაძეც “ნაციონალურ მოძრაობაში” იყვნენ.
“ჩვენი კონსულტანტები არიან ამერიკელები და ბრიტანელები, თქვენს მიერ ნახსენებ სახელზე და გვარზე წარმოდგენა არ მაქვს. ჩვენ გვყავს კონსულტანტებიც, მეგობრებიც, ინერვიულოს რუსულმა პარტიამ, აუცილებლად მოგებისთვის ვიბრძოლებთ. ანტონ ობოლაშვილი, თალაკვაძე და ვიღაცები 2015 წელს “ნაციონალურ მოძრაობაში” იყვნენ და დღეს “ქართულ ოცნებაში” არიან, რაზე მელაპარაკებით ახლა, ვინ როდის, ვისი კონსულტანტი იყო,” – განაცხადა ხაბეიშვილმა.