ლევან ხაბეიშვილი – ჩამოშლილი, დემორალიზებულია რუსული „ომონი“ და მათი დანაყოფები უენერგიო და ღონე გამოცლილია – რეჟიმი გადატეხილია! ახლა ჩვენ მეორე, ყველაზე აქტიური ფაზის დაწყება გვჭირდება

ჩამოშლილი, დემორალიზებულია რუსული „ომონი“ და მათი დანაყოფები უენერგიო და ღონე გამოცლილია – რეჟიმი გადატეხილია! ახლა ჩვენ მეორე, ყველაზე აქტიური ფაზის დაწყება გვჭირდება, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
ხაბეიშვილის განცხადებით, ყველა ქალაქი ფეხზე უნდა დადგეს და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
„ჩამოშლილი, დემორალიზებულია რუსული „ომონი“ და მათი დანაყოფები უენერგიო და ღონე გამოცლილია – 96 საათი უძილო “რობოკოპები” და „ხარებას“ დაჯგუფება!
რუსული პარტია ახდენს რუსული პარტიის „ტიტუშკების“ მობილიზებას, რომ როგორმე ცოცხალ ძალას წაეშველონ. გამოცხადებული აქვთ სრული მობილიზება – გამგებლები, მოადგილეები, თანამდებობის პირები, საკრებულოს წევრები და ასე შემდეგ.
ასევე, ცდილობენ ცოცხალი ძალა დაცვის პოლიციიდან დაიმატონ.
მოკლედ, რეჟიმი გადატეხილია და ახლა, ჩვენ მეორე ყველაზე აქტიური ფაზის დაწყება გვჭირდება. ყველა ქალაქი დადგეს ფეხზე და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ!
ძალა ხალხშია! ღმერთმა დალოცოს საქართველო”, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს