ლევან ხაბეიშვილი – ყველამ უნდა იცოდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა არ და ვერ ექნება – გრძელვადიანი მისიები, უამრავი დამკვირვებელი იქნება ქვეყანაში

საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ ს გაყალბების შესაძლებლობა არ და ვერ ექნება. ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაგვიდგებიან მხარში – გრძელვადიანი მისიები, უამრავი დამკვირვებელი იქნება ქვეყანაში და „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა არ მიეცემა, რომ არჩევნები გააყალბოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნებს არავინ არ ენდობა.
„დასავლელ პარტნიორები, ჩვენი მეგობრები, ცხადია, ქართველი ხალხის გვერდით დგანან. ჩვენი პარტნიორები საქართველოს მოქალაქეებს მხარს უჭერენ, მათ კარგად ესმით როგორი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ცვლილებები და ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოემსახურება ხალხის კეთილდღეობას, ორიენტირებული იქნება დასაქმებაზე, ეკონომიკურ დოვლათზე და შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნებს არავინ არ ენდობა, ამიტომ ჩვენ თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ გავაკეთებდით ყველაფერს, რათა საქართველოში ყოფილიყო გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები და ვხედავთ, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ისმის მხარდამჭერი განცხადებები, რაც გულისხმობს იმას, რომ დარწმუნებულები ვართ საქმეშიც ეს ყველაფერი აისახება. საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ არ და ვერ ექნება, ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაგვიდგებიან მხარში და ყველას კარგად გვესმის, რომ ეს გრძელვადიანი მისიები, უამრავი დამკვირვებელი იქნება ამ ქვეყანაში და „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა არ მიეცემა, რომ არჩევნები გააყალბოს“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩისკის განცხადების შეფასებისას.