– ქრისტეს აღდგომას გილოცავთ, სიყვარულმა დაისადგუროს ყველას გულებში. ერთდროულად გულისამაჩუყებელი და საამაყოა ჩვენი ლამაზი ახალგაზრდების ყურება აღდგომის ღამეს

ქრისტეს აღდგომას გილოცავთ, სიყვარულმა დაისადგუროს ყველას გულებში. ერთდროულად გულისამაჩუყებელი და საამაყოა ჩვენი ლამაზი ახალგაზრდების ყურება აღდგომის ღამეს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, საქართველოს საუკეთესო დღეები წინ არის და ამისთვის დაუღალავი ბრძოლაა საჭირო.
„ქრისტეს აღდგომას გილოცავთ სიყვარულმა დაისადგუროს ყველას გულებში. ერთდროულად გულისამაჩუყებელი და საამაყოა ჩვენი ლამაზი ახალგაზრდების ყურება აღდგომის ღამეს. საკუთარ სამშობლოზე, სახელმწიფოზე უზომოდ შეყვარებული პატრიოტები, საქართველოს მცველები. გილოცავთ, ჩემო ძვირფასო ადამიანებო და მინდა გაგიზიაროთ ულევი სიყვარული. მნიშვნელოვანი დროება უდგას ჩვენს ქვეყანას და მხოლოდ ერთად ყოფნით, ხელჩაკიდებულები, მეტი პოზიტივითა და სიყვარულით შევძლებთ ბოროტების დამარცხებას. საქართველოს საუკეთესო დღეები წინ არის და ამისთვის დაუღალავი ბრძოლაა საჭირო. ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად ! ღმერთმა დალოცოს საქართველო”, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია