ლევან ხაბეიშვილი – უტიფრობის და უპასუხისმგებლობის კლასიკური მაგალითია, თურმე ჩვენ გარწმუნებთ გამდიდრებულ ხალხს, რომ სიღარიბეა ქვეყანაში

უტიფრობის და უპასუხისმგებლობის კლასიკური მაგალითია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის გაცხადებას სიღარიბესთან დაკავშირებით.
„უტიფრობის და უპასუხისმგებლობის კლასიკური მაგალითია. თურმე ჩვენ გარწმუნებთ გამდიდრებულ ხალხს, რომ სიღარიბეა ქვეყანაში.
ივანიშვილის პარტიას არ აინტერესებს ხალხის პრობლემები!
2024 წელი არის უნიკალური შესაძლებლობა – ერთად შევცვალოთ“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” იმისთვის, რომ საზოგადოება დაარწმუნონ, “გაჭირვებაში ცხოვრობთ და ჩვენ თქვენზე ვზრუნავთო”, სოციალურ ქსელებში რეკლამაში ასი ათასობით ლარი დახარჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს – გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით