სოლიდარობა დაკავებულებს და უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია!, – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში და ეხმაურება შსს-ს ინფორმაციას, რომლის თანახმად, 1-ელ აგვისტოს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ პირზე ჯგუფურად იძალადეს დაპოლიციამ ორი პირი დააკავა.
ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნული „საქმის შეკერვა“ არის პრევენცია და მუქარა ხალხისთვის, რომ მათ დაიჭერენ.
„პანჩური ტიტუშკას” – საქმეზე დაკავება და სისხლის სამართლის საქმის შეკერვა, რეალურად არის პრევენცია, რომ ქუჩაში ვინმე ჩინოვნიკს არ „მოხვდეს“ ხალხისგან იგივე.
ხალხში ვერ გამოდიან მწამებელი, მარბიელი, ანწუხელიძის დამამცირებელი, რუსული გავლენის აგენტი – კოლექტიური ქოცდეპუტატები, თანამდებობის პირები და ამ დაკავებით „მესიჯს“ უგზავნიან ხალხს, რომ – „არ მოგვეკაროთ…“
რეალურად, ეს გზავნილი არის საკუთარი მეზობლებისთვის, თანასოფლელებისთვის, უბნის მარკეტის თანამშრომლებისთვის და იმ ხალხისთვის, ვისაც ყოველდღიურად ნახულობენ და გრძნობენ ნეგატიურ დამოკიდებულებას. მათ დაემუქრნენ, რომ – “დაგიჭერთ! დაგაპატიმრებთ!”, რაც შიშის კლასიკური გამოვლინებაა!!! სოლიდარობა დაკავებულებს და უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია! გავიმარჯვოთ და ეს გამარჯვება ძალიან ახლოსაა – 4 ოქტომბერს, ყველა ქუჩაში“, – წერს ლევან ხაბეიშვილი
