– სანქცირებული ივანიშვილი, სანქცირებული კალანდარიშვილით არჩევნებს არასდროს ჩაატარებს – გარკვეულ ჯგუფებს რომ მზადება აქვთ დაწყებული ე.წ. არჩევნებში მონაწილეობისთვის, არანორმალურია

გარკვეულ ჯგუფებს უკვე მზადება აქვთ დაწყებული ე.წ. არჩევნებში მონაწილეობისთვის, ეს არანორმალურია, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა პაატა ბურჭულაძის ინიციატივით გამართული ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ივანიშვილის პირობებში საქართველოში არანაირი არ იქნება, რადგან „ეს იქნება უბრალოდ სპექტაკლი“,
„მნიშვნელოვანია აბსოლუტურად ყველას ესმოდეს, რომ სანქცირებული ივანიშვილი, სანქცირებული კალანდარიშვილით საქართველოში არჩევნებს არასდროს არ ჩაატარებს. შესაბამისად, გარკვეულ ჯგუფებს რომ უკვე მზადება აქვთ დაწყებული ე.წ. არჩევნებში მონაწილეობისთვის, ეს არანორმალურია. აქ შეკრებილი საზოგადოება, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ვთანხმდებით ერთ რამეზე, ძალიან მნიშვნელოვანი და მარტივი „მესიჯი“ გვაქვს საზოგადოებისთვის: „საქართველო ივანიშვილის გარეშე“. ივანიშვილის პირობებში საქართველოში არანაირი არ იქნება, ეს იქნება უბრალოდ სპექტაკლი, სადაც ის სხვადასხვა მსახიობებს შესთავაზებს სხვადასხვა როლს, ზოგმა დაირქვას რომ პოლიტიკოსია, ზოგმა – მერობის კანდიდატი და ა.შ. ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის დამხობა და ამის შემდეგ ობიექტური არჩევნების ჩატარება, სადაც ხალხი გადაწყვეტს, ვინ იყოს ხელისუფლებაში და როგორი კოალიციური მთავრობა უნდა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას