– სამწუხაროდ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველ ხალხს წაართვას ევროპული მომავალი – დიდ ქალაქებში ჩავალთ, შევხვდებით მოსახლეობას და გვექნება განხილვა, თუ რატომ არის კანონი რუსული

ქუთაისში გვაქვს შეხვედრა – „არა რუსულ კანონს, კი ევროპას!“ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი და ჩვენდა სამწუხაროდ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველ ხალხს წაართვას ევროპული მომავალი , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ს განცხადებით, დასავლელი პარტნიორების განცხადებებისგან ირკვევა, რომ ევროკავშირი არ მიგვიღებს იმ შემთხვევაში თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მივიღებთ.
„ქუთაისში გვაქვს შეხვედრა – „არა რუსულ კანონს, კი ევროპას!“ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი და ჩვენდა სამწუხაროდ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირზე თქვას უარი და შესაბამისად, ეს კანონიც უკავშირდება მხოლოდ ერთ რამეს, რომ ქართველ ხალხს წაართვას ევროპული მომავალი, უარი ათქმევინოს ევროკავშირზე და შესაბამისად, ცხადია ჩვენ სხვადასხვა დიდ ქალაქებში ჩავალთ, სადაც შევხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას და გვექნება განხილვა თუ რატომ არის ეს კანონი რუსული, რატომ არის შემაფერხებელი ევროკავშირის გზაზე და ამას ხედავს ყველა. ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებებისგან ირკვევა, რომ ევროკავშირი უბრალოდ არ მიგვიღებს იმ შემთხვევაში თუ მივიღებთ ისეთ კანონებს, რომლებიც იქნება რუსული, არ იქნება თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე ორიენტირებული.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრიდან მსვლელობა – “კი ევროპას, არა რუსულ კანონს!” გაიმართება. მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე, “გამარჯვების კოალიციის” ფარგლებში მსვლელობას შეუერთდებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე და ს პირადი წარმომადგენელი .

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს