ლევან ხაბეიშვილი სამართალდამცველს – მამუკა მდინარაძეს არ ჩამორჩებით!

მთავრობის ადმინისტრაციასთან “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილსა და ერთ-ერთ სამართალდამცავს შორის დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან ხაბეიშვილმა პოლიციის წარმომადგენელმა მიმართა, რომ ისინი “ს არ ჩამორჩებიან”.
“მე მაქვს უფლება თავისუფლად შევიდე მთავრობის ადმინისტრაციაში. რატომ იმალება []? თქვენ რატომ გეფარებათ?” – განაცხადა ხაბეიშვილმა, რაზეც სამართალდამცავმა ის პროვოკაციაში დაადანაშაულა. აღნიშნულის საპასუხოდ ხაბეიშვილმა მას ისევ მიმართა: “სად მნახე სადმე შევარდნილი? ხომ სირცხვილია, რასაც ლაპარაკობთ? ერთი სული გაქვთ რაიმე მიზეზი მოძებნოთ. მდინარაძეს არ ჩამორჩებით, სამწუხაროდ”, – მიმართა ხაბეიშვილმა სამართალდამცავს.
საბოლოოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ხაბეიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შეიყვანა.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან გადაინაცვლეს, სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზებაა. ადგილზე იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები