ლევან ხაბეიშვილი – საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში არ შეიძლება იყვნენ მოკრიმინალო, სუს-ის „ნასეტკები“ და პოლიციასთან მოთანამშრომლე ხალხი – ისინი ადამიანებს არჩევანის გაკეთებაში ხელს უშლიან

100 მეტრის რადიუსში [საარჩევნო უბნიდან], არ შეიძლება იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მოკრიმინალო, უფრო სწორად სუს-ის „ნასეტკები“ და პოლიციასთან მოთანამშრომლე ხალხი არიან, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ადამიანები საარჩევნო უბნის კიბეებთან დგანან და ადამიანებს ხელს უშლიან არჩევანის გაკეთებაში.
„100 მეტრის რადიუსში არ შეიძლება იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მოკრიმინალო, უფრო სწორად, სუს-ის „ნასეტკები“ და პოლიციასთან მოთანამშრომლე ხალხი არიან. ეს ადამიანები, არცერთი არ უნდა იდგნენ საარჩევნო უბანზე. ისინი დგანან კიბეებთან და ადამიანებს ხელს უშლიან არჩევანის გაკეთებაში. მიეცით შესაძლებლობა ადამიანებს, გააკეთონ არჩევანი მშვიდ გარემოში. სუს-ის აგრესიული „ნასეტკები“ უბნიდან უნდა წავიდნენ“, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი