– სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე თავად განაცხადა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და მისი დაცვა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე თავად განაცხადა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ ქვეყნის ევროპული მომავალი და მისი დაცვა, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას.
ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის დავალებას ასრულებს.
„პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე თავად განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა და ის ამბობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ამ ევროპული მომავლის დაცვა. შესაბამისად, ის რომ დღევანდელი ხელისუფლება ასრულებს რუსეთის დავალებას “რუსულ კანონთან” დაკავშირებითაც კარგად ჩანს და ის რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რა დირექტივაც მოუვათ, ამაში საქართველოს მოქალაქეებს ეჭვი არ ეპარებათ. ამიტომ ჩვენთვის მოულოდნელი არაფერი არ იქნება და იმ პირობებში, როცა ქართველ ხალხთან არის დაპირისპირებული ივანიშვილი, ასრულებენ პესკოვის, ლავროვის, პუტინის, მედვედევის დავალებას, ცხადია არ გამოვრიცხავ, რომ შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ისაუბრა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „სრულ შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე“, მისი თქმით, რეზოლუციაში წამოყენებული მოთხოვნა არის ფაქტებით გაუმყარებელი, რასაც მოწმობს სააკაშვილის მიერ სტრასბურგის სასამართლოდან მისი სარჩელის გამოთხოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან