– რატომ გიკვირთ კობახიძის განცხადებები?! რას ელით, რომ „გრუ“ სხვა „მესიჯს“ მისწერს მის წარმომადგენელს?! – საქმეს უნდა მივხედოთ და მშვიდობიანად დავამხოთ რუსული რეჟიმი!

რატომ გიკვირთ კობახიძის განცხადებები?! რას ელით, რომ „გრუ“ სხვა „მესიჯს“ მისწერს მის წარმომადგენელს?! – პუტინის, ლავროვის, ზახაროვას გაგრძელება რუსებისგან გინდათ სახელმწიფოებრივი განცხადებები მოისმინოთ?! აბსოლუტურ სინქრონში მოქმედებენ ჩვენს მტერთან ერთად, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნები““ლიდერების განცხადებებს.
როგორც ხაბეიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, „4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად უნდა დაემხოს“.
„რუსული ჩექმა, სიმწარე, ადამიანების გატაცება, წამება, ტერიტორიების მიტაცება… და რა, იგივე არ გააკეთა აქ ივანიშვილმა?! რუსთაველიდან არ მოიტაცა ადამიანები?! არ აწამა?! არ გაძარცვა მოსახლეობა და არ მიიტაცა ჩვენი, ხალხის ქონება?!
გვეყოს „წუწუნი“! საქმეს უნდა მივხედოთ და მშვიდობიანად დავამხოთ რუსული რეჟიმი! – დრო აღარ ითმენს! 4 ოქტომბერს ყველა რუსთაველზე!“ – წერს ლევან ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, დოკუმენტები არის იმის უტყუარი დასტური, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო აგვისტოს ომი, რითაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ბოლომდე დაიცავს ქვეყნის დამოუკიდებლობას იმისთვის, რომ „არ გამეორდეს ასეთი დანაშაულები“.
„8 აგვისტო ტრაგიკული თარიღია – ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, ღალატი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ეს დღე შეგვახსენებს, რომ აუცილებელია ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი