ლევან ხაბეიშვილი – პროდუქტების ფასის გაძვირება მეწარმეებისთვისაც პრობლემა გახდა, თუ მეწარმეს პროდუქციის თვითღირებულება 7 ლარი უჯდებოდა, დღეს უჯდება 16 ლარამდე – ეს ყველაფერი უნდა შევცვალოთ 2024 წელს

პროდუქტების ფასის გაძვირება მეწარმეებისთვისაც პრობლემა გახდა. თუ კი მეწარმეს პროდუქციის თვითღირებულება 7 ლარი უჯდებოდა, დღეს უჯდება 16 ლარამდე, ფაქტობრივად ორ ნახევარჯერ გაიზარდა. ეს ყველაფერი არის შესაცვლელი და უნდა შევცვალოთ 2024 წელს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროდუქტების ფასის გაძვირება მეწარმეებისთვისაც პრობლემა გახდა, რადგან ამ ყველაფერმა გამოიწვია მისი პროდუქციის გაძვირება.
“პლუს ამას შემცირდა გაყიდვებიც, რადგან საცხობში თუ იყიდებოდა დღის განმავლობაში ასი ერთეული, ახლა იყიდება 40 ერთეული, რადგან პროდუქციის გაძვირების გამო ადამიანებისთვის შეუძლებელი ხდება მისი შეძენა და შესაბამისად, მცირე მეწარმეებსაც ძალიან მძიმედ აწვება პროდუქციის გაძვირება. როდესაც ბულგარული ორი ლარი ღირდა, ახლა ღირს ხუთი ლარი. ყველის ფასი ფაქტობრივად ორ ნახევარჯერ გაიზარდა, ზღვის პროდუქტების ფასი ფაქტობრივად გასამმაგებულია და ამ ადამიანებსაც უჭირთ ამ პროდუქციის შესყიდვა და შემდეგ უკვე პროდუქტის გაყიდვა ჩვენს მოქალაქეებზე. ეს ყველაფერი ყოველდღიურად აისახება ქართველ ხალხზე, დაწყებული ოჯახის დიასახლისით, გაგრძელებული მეწარმით და შემდეგ მოქალაქით, რომელიც ამ პროდუქციას ყიდულობს კონკრეტული საცხობიდან. დღეს მეწარმე ამბობს, რომ თუ პროდუქციის თვითღირებულება 7 ლარი ჯდებოდა, დღეს ჯდება 16 ლარამდე, ფაქტობრივად ორ ნახევარჯერ გაიზარდა. ეს ყველაფერი არის შესაცვლელი და უნდა შევცვალოთ 2024 წელს. თუ პროდუქტები ჩვენს სამეზობლოში – თურქეთში, სომხეთში ღირს გაცილებით უფრო იაფი, ცხადია საქართველოშიც შეიძლება იყოს იაფი, რომ არა ივანიშვილის დამოკიდებულება, რომ თავად გამდიდრდეს და ხალხის კეთილდღეობით არ დაინტერესდეს.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მოქალაქის, ლამზირა ქალდანის განცხადებით, „საცხობისთვის საჭირო პროდუქტის ფასმა ძალიან მოიმატა, გაორმაგებული და გასამმაგებულია ფასები“.
„კატასტროფული მდგომარეობაა! ფასების მატების გამო გვიწევს პროდუქციის გაძვირება, რამაც თავისთავად გამოიწვია მომხმარებლის საგრძნობლად კლება და გაყიდვების განახევრება. დღის განმავლობაში თუ იყიდებოდა 100 ერთეული, ახლა იყიდება 40 ერთეული“, – განაცხადა ლამზირა ქალდანმა.
აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.