ლევან ხაბეიშვილი – პრეზიდენტი სააკაშვილი მხოლოდ იმისთვის იხდის სასჯელს, რომ მას ამ რეჟიმის დამარცხება შეუძლია – 5 ნომერში ყველაზე დაცული იქნება მოქალაქის ევროპული ხმა

პრეზიდენტი სააკაშვილი მხოლოდ იმისთვის იხდის სასჯელს, რომ მას ამ რეჟიმის დამარცხება შეუძლია, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ თავისუფალი იყოს, „ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ხელისუფლების სადავეებიდან ივანიშვილის და საქართველოს სახელმწიფო მტრების ჩამოშორება“.
„საქართველოს მოქალაქეებს ერთი მარტივი ჭეშმარიტება უნდა ესმოდეთ – 26 ოქტომბერს ექსპერიმენტების დრო აღარ იქნება. საქართველოს მოქალაქეებმა კონკრეტული ხმა არ უნდა გარისკონ, ვგულისხმობ შემდეგს, რომ „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობა“, 5 ნომერში ყველაზე დაცული იქნება მოქალაქის ევროპული ხმა. ამიტომ, მინდა მოვუწოდო ყველას, უმნიშვნელოვანესია, თქვენი ხმა იყოს დაცული, თქვენი ხმა უბრალოდ არ გადააგდოთ ან არ მისცეთ ივანიშვილს. არ უნდა ჩავატაროთ ექსპერიმენტები და უნდა გაიმარჯვოს ერთიანობამ, რომელიც ამ ხმის გარანტირებულად დაცვას უზრუნველყოფს. სხვა შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ეს ხმა შემდეგ ივანიშვილის კალათაში მოხვდეს, ვგულისხმობ პროცენტულ ბარიერებს და ა.შ.
ყველას კარგად ესმის, რომ დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი მხოლოდ იმისთვის იხდის სასჯელს, რომ მას ამ რეჟიმის დამარცხება შეუძლია. ცხადია, მისი თავისუფლების შემთხვევაში, ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ხელისუფლების სადავეებიდან ივანიშვილის და საქართველოს სახელმწიფო მტრების ჩამოშორება. სწორედ ამიტომ არის პრეზიდენტი სააკაშვილი ტყვეობაში, სწორედ ამიტომ არ ეძლევა მას საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა,მაგრამ კიდევ გავიმეორებ- მიხეილ სააკაშვილის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ არის გარანტირებულად დაცული ევროპული ხმა ჩვენი მოქალაქისთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – საბჭოთა ბოლშევიკებისა და „ქართული ოცნების“ რიტორიკას შორის პირდაპირი პარალელია – არ არის გამორიცხული, შემდგომი ნაბიჯი იყოს ივანიშვილის დასანქცირება, ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზე

დავით უსუფაშვილი – „ოცნებამ“ საქართველო დაასანქცირა – ეს არის თავგზააბნეული ადამიანების ჯგუფი, რომელთაც საკვებად აქვთ თავისივე შეთხზული ზღაპრები – მგონი, კობახიძე „უცხო ძალაში“ საკუთარ თავს გულისხმობდა, სხვა ვინ ბატონობს?