ლევან ხაბეიშვილი – „პოლიტიკოსებისგან“ , რომლებიც 2 დღეა რეჟიმს „დაეჯახნენ“ „ნაციონალური მოძრაობის“ აუგად მოხსენიება, უხერხულია – ზოგმა დათვის ტყვიებიც გვესროლა, თვალებიც დაგვთხარა და ახლა, ვალს გვადებენ! იქნებ ახლა მაინც მოკეტოთ?

ცოტა უხერხულია, 2 დღეა რეჟიმს „დაეჯახნენ“, ასეთი „პოლიტიკოსებისგან“ „ნაციონალური მოძრაობის“ აუგად მოხსენიება! ჩვენ რომ რუსულ რეჟიმს ვებრძოდით, ეს ხალხი ივანიშვილს ამაგრებდა, მათი ხელშეწყობით მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე – ზოგმა დათვის ტყვიებიც გვესროლა, თვალებიც დაგვთხარა და ახლა, აქეთ ვალს გვადებენ! – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, სოციალურ ქსელში წერს.
ის მოუწოდებს, „პარტიულ კეკლუცობას მოეშვან“ და ახლა მაინც ქვეყნის ინტერესებიდან ისაუბრონ.
„2012 წლიდან დღემდე, 12 წელია, რუსული რეჟიმი, მწამებელი ივანიშვილი „ნაციონალებს“ დევნის – აპატიმრებს, სცემს, სახლებში უვარდება, უწყობს პროვოკაციებს. 10 000-ზე მეტი მხარდამჭერი ადამიანი პროკურატურაში ატარეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ასობით წევრს წლები ციხეში გაატარებინა, 1 000-ობით ჩვენი მხარდამჭერი ადმინისტრაციული წესით მრავალჯერ დაუპატიმრებიათ, დაუჯარიმებიათ; 1 000-ობით ადამიანს ანგარიშები დაუყადაღეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქვეყნიდან ემიგრაციაში გააქციეს და მიუხედავად ამისა, ამ პარტიის მხარდამჭერებს, წევრებსა და გუნდს უკან არასდროს დაუხევია!!! არც ერთი წამი არ ჩამოუშვია ხელები და 2012 წლის 1 ოქტომბრიდან უკომპრომისო ბრძოლაშია რეჟიმის წინააღმდეგ!
ჩვენმა ნატანჯმა ამომრჩეველმა, მხარდამჭერმა უამრავი შეურაცხყოფა, დამცირება, ბულინგი გადაიტანა და მაინც, ყველაზე მხნედ დგას ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე! ახლაც, ყველაზე ღირსეულად და მოთმინებით იტანს უსამართლობას, თავმდაბლურად ატარებს ივანიშვილის სტილში ყველა ნასაუბრებს, თუ ცილისწამებას.
ცოტა უხერხულია, 2 დღეა რომ ოპოზიციაში არიან და 2 დღეა რომ რეჟიმს „დაეჯახნენ“, ასეთი „პოლიტიკოსებისგან“ „ნაციონალური მოძრაობის“ აუგად მოხსენიება!
ჩვენ რომ რუსულ რეჟიმს ვებრძოდით, ეს ხალხი ივანიშვილს ამაგრებდა, მათი ხელშეწყობით მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე – ზოგმა დათვის ტყვიებიც გვესროლა, თვალებიც დაგვთხარა და ახლა, აქეთ ვალს გვადებენ!
იქნებ ახლა მაინც მოკეტოთ ცოტა ხნით და პარტიულ კეკლუცობას მოეშვათ?! იქნებ ახლა მაინც ქვეყნის ინტერესებიდან ისაუბროთ და არა ვიწროპარტიული ბოღმებით!
თავმდაბალი, ყველაფრის მნახველი ადამიანები არიან „ნაციონალები“ და ვამაყობ თითოეული ამ ადამიანით!
ბოდიშს გიხდით მათ მაგივრად ვინც, ისევ რუსული პროპაგანდის ენით გესაუბრებათ და ისევ თქვენ გიწევთ თმენა და თავშეკავება! არასდროს დაგვიყენებია ჩვენი ინტერესი ქვეყნისაზე მაღლა, ჰოდა ახლაც ასე გავაგრძელებთ – მუხლჩაუხრელად ბრძოლას და შრომას! ისევ ჩვენ მოვითმენთ და ისევ საერთო, საქვეყნო საქმისთვის. გამხნევდით ჩემო ღირსეულო თანამებრძოლებო!“ , – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ