პატიმრობაში დატოვეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში დატოვეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო.
ხაბეიშვილისთვის შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვის სხდომა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც პროკურატურამ გამოძიების დასრულებისთვის განსაზღვრული 2-თვიანი ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. კანონით, 2 თვეში ერთხელ უნდა გადაიხედოს ბრალდებულისთვის შეფარდებული პატიმრობა, ამიტომ 10 სექტემბერს დაკავებული ხაბეიშვილისთვის შეფარდებული პატიმრობა მოსამართლემ დღეს, 28 ოქტომბერს გადასინჯა.
დაცვის მხარე ხაბეიშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, პროკურორი ბექა ხუნაშვილი კი პატიმრობს გახანგრძლივებას.
საკუთარ სიტყვაში ხაბეიშვილმა “ანეკდოტი” უწოდა იმ რისკებს, რომლის გამოც პროკურორი ბექ ხუნაშვილი მისი პატიმრობის გახანგრძლივება ითხოვდა. ხაბეიშვილმა პარალელი გაავლო ს საქმესთან.
“პროკურორი ამბობს, რომ ხაბეიშვილის მიმალვის საფრთხე არსებობს – ანეკდოტია. […] პროკურორი ამბობს, რომ ხაბეიშვილი რამეს გაანადგურებს – რა უნდა გავანადგურო კაცო, ტელევიზორშია ყველაფერი. […] კაცი თავდაცვის მინისტრი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, პრემიერ-მინისტრი ორგზის, იმ კაცის სახლიდან ამოიღეს 15 მილიონი ლარი (შეიძლება ძველი კურსით გადავამრავლე) და მეოცედი დაუწესეს… მილიონად კაცი გავუშვით გარეთ. დიდი გავლენა აქვს. პრემიერ-მინისტრი იყო ფულითაც შეუძლია რაღაცის ყიდვა ჰო? პაჩკა-პაჩკა სახლში უდევს [ხელებით ტაშს უკრავს] და გაუშვეს”, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.