„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ “დღეს “ოცნების“ წევრებმა სახელმწიფო ინტერესებს გადაუარეს და გმირების საფლავზე დააფურთხეს.“
მისი თქმით, “მათი მიზანია, სწორედ ისე დაუხარონ ქართველებმა რუსებს თავი, როგორც თვითონ უხრიან და ყველაზე მეტად სწორედ იმ ქვეყანას ებრძვიან, რომელიც საქართველოს გვერდში უდგას.“
აღშფოთებული ვარ, შეუძლებელია უყურო ამ ადამიანების გარეწრობას,-თქვა მან ინგა გრიგოლიას “დღის ამბებში“.