ლევან ხაბეიშვილი მოსახლეობას ფერისცვალების დღესასწაულს ბახმაროდან, ფერისცვალების ეკლესიიდან ულოცავს

მინდა საქართველოს მოქალაქეებს ფერისცვალების დღესასწაული მივულოცო. ქრისტე არის სიყვარული და სიკეთე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მან დღესასწაული მოასახლეობას ბახმაროდან, ფერისცვალების ეკლესიიდან მიულოცა.
„მინდა საქართველოს მოქალაქეებს ფერისცვალების დღესასწაული მივულოცო. ქრისტე არის სიყვარული, სიკეთე. ვართ ბახმაროში, ფერისცვალების ეკლესიაა, მნიშვნელოვანი გურულებისთვის, ტრადიციული დღესასწაულია. ტრადიციულად აქ იმართება დოღი და წელიწადში ერთხელ არის ზეიმი ბახმაროში და შესაბამისად აქ, ფერისცვალების ეკლესიაში ვხვდებით და აქედან მინდა მივულოცო მთელ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ სტამბოლიშვილი: კახა კალაძე რომ ამბობს პროტესტის მონაწილე ქალებზე – გაუგებარი ჯიშის არიანო – მისთვის მართლაც გაუგებარია, რა ჯიშისაა ის ქართველი ქალი, რომელსაც არ ასვენებს უსამართლობა, კორუფცია, მისი ქვეყნის გაურკვეველი მომავალი