ლევან ხაბეიშვილი მოსამართლეს – რისთვის ვზივარ 2 თვეა? ბრალად რა მედება? შეიძლება სამართლიანობის მინიმალური განცდაც არ მქონდეს? დამანახეთ, სად არის ეს სამართალი? იქ თითოეული დღე ჯოჯოხეთია, ანადგურებთ ადამიანებს, რომლებიც მკვლელები არ არიან

ვერ ვპოულობ სამართალს, რისთვის ვზივარ 2 თვეა? ბრალად რა მედება, სასამართლოს ვეკითხები? რამე მოქმედება მედება ბრალად? პოლიტიკოსს, ლევან ხაბეიშვილს პოლიტიკური განცხადებები ედება ბრალად, საჯარო, საეთერო განცხადებები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან ვრცლად ისაუბრა მისი საქმის გარშემო.