ლევან ხაბეიშვილი მოსამართლეს – მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, პოლიტიკური განცხადების გამო დააკავონ და იმიტომ, რომ არ „გევასებით” და უარყოფითი რაღაცები მაქვს, ციხეში გამიშვით – იქნებ, საქმე აიცილოთ

მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, პოლიტიკური განცხადების გამო დააკავონ და იმიტომ, რომ არ „გევასებით” და უარყოფითი რაღაცები მაქვს, ციხეში გამიშვით, – ამ სიტყვებით “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილს მიმართა.
მან მოსამართლეს საქმის აცილებისკენ მოუწოდა.
„თქვენ შეფასება გაგიკეთებიათ, მე ამ ნაჯღაბნით არ დავინტერესებულვარ”,- განაცხადა ხაბეიშვილმა, რა დროსაც მას მოსამართლემ სიტყვა გააწყვეტინა, შენიშვნა მისცა და უთხრა, კორექტულად ესაუბრა.
„მე ასე ვიცი შეფასება. ძალიან რთულია, მაგრამ ვეცდები. როდის შემაფასეთ, ან რატომ შემაფასეთ, თურმე ძალიან ცუდი ადამიანი ვარ. დამოუკიდებელ ქვეყანას კი არა, ცივილიზებულ სამყაროს არ ახსოვს სიტყვის გამო დაკავებული პოლიტიკოსი.
თქვენ მოგიტანეს ჩემი პოლიტიკური განცხადება და თქვენ ხართ ერთადერთი მოსამართლე დედამიწაზე, პოლიტიკური განცხადების, პოლიტიკური დაპირების გამო, რომ გაეცით ადამიანის დაკავების ორდერი, თუ რაც არის. იქნებ მოჩვენებითად მაინც, სხვებს უთხრათ მაინც, სასამართლო დამოუკიდებელიაო და საქმე აიცილოთ. მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, პოლიტიკური განცხადების გამო დააკავონ და იმიტომ, რომ არ “გევასებით” და უარყოფითი რაღაცები მაქვს, ციხეში გამიშვით. მომეცით 0,001% მაინც შანსი, რომ არსებობდეს სამართალი”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?