ლევან ხაბეიშვილი – მნიშვნელოვანია, ყველამ თავისი ამბიცია გვერდით გადადოს და ვიბრძოლოთ 26 ოქტომბრის მთავარი არჩევნებისთვის, რომელიც საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ „მოსკოვის სპარტაკთან“ გველოდება

ამ ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში, კი არ გაიყინება ევროკავშირთან მოლაპარაკებები, არამედ ჩვენს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა აღარ ექნებათ – მნიშვნელოვანია, ვიბრძოლოთ 26 ოქტომბრის მთავარი სთვის, რომელიც „მოსკოვის სპარტაკთან“ გველოდება, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება თუ არ შეიცვალა, ძალიან დიდი პრობლემა ელოდება საქართველოს როგორც სახელმწიფოს, ისე მოქალაქეებს.
„ჩვენს მოქალაქეებს ესმით და ხედავენ, რომ ამ ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში, კი არ გაიყინება ევროკავშირთან მოლაპარაკებები, არამედ უვიზო მიმოსვლა ჩვენს მოქალაქეებს აღარ ექნებათ. თუ საქართველოს მთავრობა ს მიმართულებით მიდის და ანტიევროპულ და ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებს, ცხადია სავიზო შეზღუდვები აუცილებლად იქნება.
შეგიძლიათ ნახოთ, რა ღირს პროდუქტები, ეს კიდევ უფრო დამძიმდება იმ ეკონომიკური კოლაფსის პირობებში, რომელიც სანქციებისა და მმართველი პარტიის პროპაგანდის შედეგად მოსალოდნელია, რომ მოხდეს. საქართველოს ეკონომიკის 80-90% და ფინანსური აქტივები სწორედ დასავლეთზე დგას. ამიტომ ხელისუფლება თუ არ შევცვალეთ, ძალიან დიდი პრობლემა ელოდება საქართველოს როგორც სახელმწიფოს, ისე მოქალაქეებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ თავისი ამბიცია გვერდით გადადოს და ვიბრძოლოთ 26 ოქტომბრის მთავარი არჩევნებისთვის, რომელიც საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ “მოსკოვის სპარტაკთან” გველოდება”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ