ლევან ხაბეიშვილი – მივესალმებით ყველა სახის ერთობას, რომელიც მოემსახურება ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას

მივესალმებით ყველა სახის ერთობას, რომელიც მოემსახურება ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პრეზიდენტ, ს ოპოზიციის გაერთიანებაზე მოწოდებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, ისინი მიესალმებიან ყველა სახის ერთობას „თუ ამას სხვა ოპოზიციური პარტიების შეძლებენ“.
„ჩვენ გვაქვს „გამარჯვების კოალიცია“, შესაბამისად, მივესალმებით ყველა სახის ერთობას თუ ამას სხვა ოპოზიციური პარტიების შეძლებენ და ცხადია, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ფორმატში ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ დავსხდეთ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან სასაუბროდ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ