ლევან ხაბეიშვილი – მდინარაძე არის ივანიშვილის „შავი კასის“ მთავარი ხელმძღვანელი – ის არის მთავარი, ვინც ჩინოვნიკებს ესაუბრება, ვის რამდენი აქვს მოსატანი

მდინარაძე კალაძეზეც არის ამბის მიმტანი, „შპიონია“ კალაძის ენით რომ ვთქვათ – მისი მეგობარი მოკლეს ფაქტობრივად და ერთი კომენტარიც გინახავთ სადმე? ადამიანი ყველაფერზე რომ კომენტარს აკეთებს, სად არის ათი დღეა, რომ არ გამოჩენილა. ან პოსტი დაეწერა ან შეწუხებულიყო რიჟვაძის ამბით, ან კომენტარი გაეკეთებინა, მაგრამ არ აკეთებს, იმიტომ, რომ არსებობს ეჭვი – ის საერთოდაც ესწრებოდა ე.წ “რაზბორკას”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არის ის მთავარი პირი, „ვინც ესაუბრება ჩინოვნიკებს, ვის რამდენი აქვს მოსატანი“.
“მდინარაძე არის ივანიშვილის „შავი კასის“ მთავარი ხელმძღვანელი. მან უნდა მიუტანოს “ქეში” ივანიშვილს, ერთგულება უნდა იყიდოს ივანიშვილთან „შავი ფულით“ და ის არის მთავარი, ვინც ესაუბრება ჩინოვნიკებს, ვის, რამდენი აქვს მოსატანი. კალაძეზეც ის არის ამბის მიმტანი, “შპიონია” კალაძის ენით რომ ვთქვათ. მერობა უნდა ამ კაცს გულის სიღრმეში, შს მინისტრობაც შეეძლო, მაგრამ გეკა დანიშნა. მდინარაძის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებიც იარაღით დადიან ქალაქში, დედაქალაქშიც, ბათუმშიც განიხილება ეს თემები ყოველდღიურად. მისი მეგობარი მოკლეს ფაქტობრივად და ერთი კომენტარიც გინახავთ სადმე? ადამიანი ყველაფერზე რომ კომენტარს აკეთებს, სად არის ათი დღეა, რომ არ გამოჩენილა. ან პოსტი დაეწერა ან შეწუხებულიყო რიჟვაძის ამბით, ან კომენტარი გაეკეთებინა, მაგრამ რატომ არ აკეთებს? იმიტომ , რომ არსებობს ეჭვი, ის საერთოდაც ესწრებოდა ე.წ “რაზბორკას” და ისიც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ მისი “პადელნიკი” ბიზნესმენების “დაკაჩავებისთვის” არის გოჩა ენუქიძე,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!