“ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლების პროცესს კალაძის წინააღმდეგ დაწყებულ სპეცოპერაციას უწოდებს, რომელსაც, მისი თქმით, მამუკა მდინარაძე ხელმძრვანელობს.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი ნიშანია შიდა დაპირისპირების გაგრძელების და ამტკიცებს, რომ “ამით სწორედ კალაძეს ურახუნებენ“.
ოპოზიციონერი ლიდერი იმასაც ამბობს, რომ მერობის კანდიდატის დასახელების გადადება არა ტქენიკური ხარვეზის, არამედ მამუკა მდინარაძსი და ბიძინა ივანიშვილის გამო მოხდა.
ეს არის შიდა დაპირსირპირების გაგრძელება, მამუკა მდინარაძე კალაძის წინააღმდეგ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობს. ამათ ხომ ადამიანი და მისი პრობლემები არ აინტერესებთ, დღეს რატომ ხდება, კითხვა გაუჩნდა ვინმეს? ერთ კვირაში მერობის კანდიდატი უნდა დაასახელონ და მთელი დღეა გვაყურებინებენ ძალადობას, ხელების გადაგრეხვას, გავეშებულები დარბიან-ვინ აკეთებს ამას? შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვინ არის მინისტრი? გეკა თუ გელა კი არა, მამუკა მდინარაძეა. ახლა, დღეს რასაც უყურებთ, ეს არის სწორედ შიდა დაპირისპირება და ამით კახის ურახუნებენ. მერობის კანდიდატის არ დასახელება, ტექნიკური ხარვეზის გამო გადაიდო, ეს ტექნიკური ხარვეზი არის მდინარაძე-ივანიშვილი, რადგან იქიდან თანხმობა არ არის, კალაძეც დგას გათეთრებული, შესაძლოა დაასახლეონ, ურბალოდ ახლა მიდის ვაჭრობა,- განაცხადა ხაბეიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“.