ლევან ხაბეიშვილი – ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს ტურებივით დაესივნენ, როცა ხალხის ინტერესებს იცავდნენ აჭარის უმაღლეს საბჭოში – თავს არავის დავაჩაგვრინებთ და მზად ვართ ფიზიკურად მოვიგერიოთ პუტინისტების თავდასხმები

უსახელო-უგვარო და უავტორიტეტო, რუსული პარტიის წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჩვენს თანამებრძოლებს – ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს ტურებივით დაესივნენ როცა ადგილობრივების, ხალხის ინტერესებს იცავდნენ აჭარის უმაღლეს საბჭოში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, “რუსული ოცნების აღსასრული ახლოვდება და ისტერიკა მატულობს”.
„გადაჭამეს აჭარა, კორუფცია, უსამართლობა, სეკვესტრირებული ბიუჯეტი, გარუსებული „ქოცების” დეპუტატები. უსახელო-უგვარო და უავტორიტეტო, რუსული პარტიის წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჩვენს თანამებრძოლებს!
ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს ტურებივით დაესივნენ როცა ადგილობრივების, ხალხის ინტერესებს იცავდნენ აჭარის უმაღლეს საბჭოში. ცხადია, თავს არავის დავაჩაგვრინებთ და მზად ვართ ფიზიკურად მოვიგერიოთ პუტინისტების თავდასხმები.
ჩემი სოლიდარობა ჩემს თანაგუნდელებს, თანამებრძოლებს და ძმებს. რუსული ოცნების აღსასრული ახლოვდება და ისტერიკა, პანიკა მატულობს”,- წერს ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, აჭარის უმაღლეს საბჭოში სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. სხდომაზე, სადაც ბიუჯეტის საკითხს განიხილავდნენ, ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“