ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე ვალდებული არიან მცირე მეწარმეებსაც გასცენ პასუხი, როგორ ხდება, რომ საქართველოში ორჯერ გაძვირებული საწვავი იყიდება!

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საწვავზე ფასის მატება მოგონილი პრობლემაა – ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე ვალდებული არიან მეწარმეებსაც გასცენ პასუხი, როგორ ხდება, რომ საქართველოში ორჯერ გაძვირებული საწვავი იყიდება! – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მცირე მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა.
ხაბეიშვილის განცხადებით, საწვავის გაძვირება უმნიშვნელოვანესი, ყოველდღიური პრობლემაა მცირე მეწარმეებისთვის.
მ განაცხადა, საწვავზე ფასი რომ იზრდება, ეს პრობლემა არ ყოფილა და არის მოგონილი. მოქალაქეების შემდეგ, მცირე მეწარმეებს და ბიზნესს გასცეს პასუხი – საწვავის ფასი გაზრდილია, საქართველომდე 1.65 ლარი ღირს, ხოლო საქართველოში სამი ლარი და უფრო მეტი. ეს მეწარმეებისთვის და ბიზნესისთვის არის დამატებითი პრობლემა. საწვავი ამ ადამიანებისთვისაც ძვირდება და შემდეგ ბიზნესს და მეწარმეებს იმ სერვისის გაძვირება უწევთ, რომელსაც მოქალაქეებს აძლევენ. ამიტომ ეს უმნიშვნელოვანესი ყოველდღიური პრობლემაა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, მცირე მეწარმეებისთვის“, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.
აღნიშნულ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილის მეუღლე – ალექსანდრე ტერორისტი არ არის, ის მთელი ცხოვრება ცდილობს თავის სამშობლოს სიყვარული აუხსნას – რაზეც პროცესზე თავად ისაუბრა, ჩემთვის დამაჯერებელია, არ მჯერა შეთქმულების თეორიების

გიორგი ბურჯანაძე – აქციებზე უსაშინლესი ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული, რამდენჯერმე ლამის გავითიშე, ყელის, თვალების წვას აღარ ვამბობ, ჩემი ჯანმრთელობა შეიცვალა – ივანიშვილის რაზმებმა ისტორიაში უპრეცედენტო წამება ჩაიდინეს!