ლევან ხაბეიშვილი – თუ მშვიდობიანი დამხობა არ მოსწონს მდინარაძეს, აბა, გაუტკივარებით დამხობა, მამუკა? – 1-4 სექტემბერს ჩვენს მოქალაქეებს ევროპული ქვეყნების საზღვრებიდან მოაბრუნებენ და შესაძლოა, ეს იყოს ხელჩასაჭიდი, რაზეც ხალხს რეაგირება ექნება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ს განცხადებით, 4 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლება უნდა დაემხოს, ოღონდ მშვიდობიანად.
როგორც ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, 4 ოქტომბერს ხელისუფლება „რუსულ სპეცოპერაციას“ ატარებს და ვინც ამ ბრძოლაში არ შედის, მათ ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს.
„4 რიცხვი არის „დედლაინი“, როცა ისინი ატარებენ რუსულ სპეცოპერაციას, რაშიც ჩვენ არ ვმონაწილეობთ. ორმა პარტიამ აირჩია და ისინი შედიან სპეცოპერაციაში. მე ეს არ მომწონს და საჯაროდაც გავაკრიტიკე. ვინც არ შედის, მათ ბრძოლისკენ მოვუწოდებ. ნუ ამბობ, რომ 4 ოქტომბერს ივანიშვილს დავამხობთო, თქვი, რომ 4 ოქტომბერს შევიკრიბებით და დავიშლებითო. მე ასე არ ვუყურებ ამ ბრძოლას, რომ შევეგუო. რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება 4 ოქტომბრამდე მოხდეს რამე, ცხადია, შეიძლება“,-განაცხადა ხაბეიშვილმა. მისივე თქმით, ცვლილები შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, თუმცა 4 ოქტომბერი სახელდება იმიტომ, რომ უკვე ა ჩანიშნული. „თუ არ შევდივართ არჩევნებში, თუ ვამბობთ, რომ ეს არის ლუკაშენკო, მაშინ უნდა მოვემზადოთ რეჟიმის დასამხობად, თან ვამბობ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ მშვიდობიანად“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი განმარტებით, როცა ხელისუფლების მშვიდობიან დამხობაზე საუბრობს, ამაზე „ქართულ ოცნებაში“ ნერვიულობენ. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, ს კითხვაც კი გაუჩნდა, როგორ შეიძლება “მშვიდობიანად დამხობა”.
„ვიღაცებს თუ ჭმუნვები აქვთ, რომ დამხობა არ უნდათ, უფრო მეტჯერ გავიმეორებ დამხობას. თუ მშვიდობიანი არ მოსწონს მდინარაძეს, აბა, გაუტკივარებით დამხობა მამუკა? რომელიც გესიამოვნება, მიიღე. რეჟიმი არჩევნებს არ ატარებს და აყალბებს, ამას ხაბეიშვილი კი არ ამბობს, ევროკავშირი ამბობს, რომ არაღიარებულია ხელისუფლება. ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა. ბოდიში, თუ დამხობით არ უშვებ ასეთ ხელისუფლებას, აბა რას აკეთებ?!“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი განმარტებით, ხელისუფლების შესაცვლელად ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია.
„თუ მარცხია და უნდა დავმარცხდეთ, ბრძოლაში მაინც დავმარცხდე. მართლა წარმოუდგენელი ლოგიკაა, რომ არ ვიბრძოლოთ. ჩვენ ხომ არ ვიცით ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რა იქნება. მაგალითად, მოლოდინი მაქვს, 31 აგვისტოს, როგორც კი აქედან ოფიციალური პასუხი არ ექნება რუსულ პარტიას და არ ექნება, ეს საჯაროდ თქვეს. 1-2-3 და 4 სექტემბერს ჩვენს მოქალაქეებს სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში პრობლემა შეექმნებათ. მაგალითად, გერმანიის, საფრანგეთის საზღვრიდან მოაბრუნებენ მოქალაქეებს, მასიურად დაიწყება ადამიანების არშეშვება. შესაძლოა, ეს იყოს ხელჩასაჭიდი, რაზეც ქართველმა ხალხმა რეაგირება მოახდინოს. მე ამას არ გამოვრიცხავ. 4 ოქტომბერი ბუნებრივი „დედლაინია“. შესაძლებელი არის თუ არა, რომ 4 ოქტომბერს გავიმარჯვოთ? – ცხადია, არის“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის განცხადებით, „არ სჭირდება პოლიტიკური თანამდებობა იმისთვის, რომ დღის წესრიგი შექმნას როგორც ოპოზიციურ ველზე, ისე ხელისუფლებისთვის“.
„მე მირჩევნია ვიბრძოლო, დავმარცხდე და ვთქვა, რომ ყველაფერი გავაკეთე, ვიდრე ბუჩქებიდან ვიყვირო, დაველოდები როდის, რა იქნებაო. ხალხს უნდა მიხმარება.პოლიტიკოსობა და საჯარო სივრცეში გამოჩენა იმას კი არ ნიშნავს, რომ ეგზისტენციალურ, ბიუროკრატიულ, კლეპტოკრატიულ მმართველობაზე ისაუბრო. ხალხს გამორკვევა უნდა იმაში, რომ ამათ დედა ვუტიროთ. დამთავრდა პოლიტიკური ბლა, ბლა“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი შეფასებით, ახლა ერთადერთი გამოსავალი არის ხალხის ძალა და „რაც უფრო მეტი ვიქნებით, ხელისუფლების ცვლილებისთვის გაცილებით ნაკლები ძალისხმევა იქნება საჭირო“.
„აქ აღარ არის ლაპარაკი პოლიტიკური პარტიების ერთობლივ ბლა, ბლა ბა და ჭყიპინზე. 13 წელია ერთობაზეა ლაპარაკი და არასდროს მოხდა, თორემ პირველი მე ვიყავი, ვინც ამბობდა, ერთობა, ერთი სია. ამ გამოდის ამ ხალხთან ეგ. დავანებოთ იმ საქმეს თავი, რომლიდანაც არ გამოდის. პარტიები საერთოდ ამ სპეცოპერაციაში შედიან. დავანებოთ მათ თავი, ხალხი უნდა გაერთიანდეს. ხალხმა მოახერხა, რომ მე ამ ბრძოლის ჟინზე ვარ“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.
გარდა ამისა, მან „ქართულ ოცნების“ გუნდში შესაძლო დაპირისპირებაზეც ისაუბრა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მამუკა მდინარაძესა და ს შორის დაპირისპირება არის. მისი განმარტებით, მთავარი ძალაუფლება მამუკა მდინარაძის ხელში არის.
„სად არის კობახიძის გუნდი? ს მეგობარი არ ჰყავს, გუნდი რანაირად უნდა ჰყავდეს?! მითხარი კობახიძის მიერ დანიშნული მინისტრი. ეს არის მამუკა მდინარაძის გუნდი, რომელმაც დანიშნა პროკურორი, შს მინისტრი, სუს-ის უფროსი და გდდ-ის უფროსი. აბსოლუტური ძალაუფლება აქვს მდინარაძეს. დღეს რომ მოუნდეს მამუკა მდინარაძეს, გაკოჭავს კობახიძესაც და ბიძინასაც“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.