ლევან ხაბეიშვილი: თავდასხმების უკან ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან – დიმიტრი სამხარაძე, ხარაზიშვილი, გომელაური – ყველაფრის ორგანიზატორები ხელისუფლებაში არიან

ცხადია, რომ ამას „ქართული ოცნება“ აორგანიზებს, ამას აკეთებს: დიმიტრი სამხარაძე, ხარაზიშვილი, გომელაური. ქუჩა-ქუჩა, სახლ-სახლ ადამიანებს დასდევდნენ და კაციშვილს არ იჭერდნენ და არავინ პასუხისგებაში არ მიეცეს – ყველა კარგად ხვდება და ყველას კარგად ესმის, რომ ამ ყველაფრის ორგანიზატორები არიან ხელისუფლებაში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თავდასხმების უკან ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან.

„ცხადია, რომ ამას „ქართული ოცნება“ აორგანიზებს, ამას აკეთებს: დიმიტრი სამხარაძე, ხარაზიშვილი, გომელაური – ეს ხალხი ამ ყველაფერს აორგანიზებს. თუ ასე არ არის, გუშინ საპატრულო პოლიცია, რომ ტელეკომპანია „პირველთან“ გამოიძახეს, ამ დრომდე არავინ მისულა. შესაბამისად, ყველა კარგად ხვდება და ყველას კარგად ესმის, რომ ამ ყველაფრის ორგანიზატორები არიან ხელისუფლებაში, ხალხი ძალიან კარგად ანალიზს აკეთებს. ქუჩა-ქუჩა, სახლ-სახლ ადამიანებს დასდევდნენ და კაციშვილს არ იჭერდნენ და არავინ პასუხისგებაში არ მიეცეს – მგონი ყველაფერი გასაგებია, ვინ როგორ აკეთებს. რა აწყობთ და რა არ აწყობთ, მათ უკვე აღარაფერი აღარ აწყობთ იმიტომ, რომ არანაირი მორალური, პოლიტიკური მდგენელი „ქართულ ოცნებას“ არ აქვს და არ გააჩნია“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.